Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- რას ურჩევს პრეზიდენტს გიგი უგულავას ვიზაჟისტი მეუღლე?


Recommended Posts

http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/S9ytnpgeI5I/AAAAAAAADn4/hTCrGrPqu8Q/s200/ugulava-gigi4.jpg"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში შევარდნაძის კლანურ-ნათესაური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით მოვიდა. გივი თარგამაძემ შევარდნაძე-ახვლედიანების გენეალოგიური შტოს შესწავლას არაერთი წელი მოანდომა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი ახლახან განაცხადა:

ჩვენმა ხელისუფლებამ ნეპოტიზმი (ანუ ნათლიმამობა) კარგა ხანია დაამარცხაო. თუმცა, მათ რიგებში არაერთი, სწორედ ნათესაურ ფესვებზე დამყნობილი ვარსკვლავური ტანდემია - ძმები კუბლაშვილები, ბეჟუაშვილები, ახალაიების, კოდოუების ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და მისი მეუღლე, "პირველი არხის" წამყვანი სახე ეკა კვესიტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და მისი მეუღლე, "რუსთავი 2"-ის მარკეტინგისა და პროგრამების მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი...

 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მის მრჩეველთა სიაა გამოქვეყნებული, რომელიც მრავალმხრივ საინტერესოა; პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი, რომელიც პოლიტიკური კრიზისისას, ოპოზიციის გასაჩუმებლად "მოხსნეს".

პრეზიდენტის მრჩეველია ყოფილი დეპუტატი ნოდარ გრიგალაშვილიც, რომელსაც პრეზიდენტმა საკუთარ დაბადების დღეზე, 3 მაისს, ერთ-ერთ რესტორანში გადასცა ღირსების ორდენი და რომელმაც, როცა მიხეილ სააკაშვილს 2005 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, მეორე ვაჟიშვილი შეეძინა, აღფრთოვანებით თქვა: ნუთუ, ჩვენმა პრეზიდენტმა ესეც კი გათვალაო?! ხოლო მეორე ექსპარლამენტარი და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კოტე კემულარია, რომლის სახელი თბილისში სექსმაღაზიებთან დაკავშირებულ სკანდალთან ასოცირდება, პრეზიდენტის თანაშემწეა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების კოორდინირების საქმეში.

აი, კულტურულ ღონისძიებებს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ლელა კილაძე კურატორობს, რომელიც თბილისის მერის, გიგი უგულავას მეუღლეა. საინტერესოა, რას ურჩევს ქალაქისთავის მეორე ნახევარი პრეზიდენტს ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ან თუ ითვალისწინებს სააკაშვილი მის რჩევებს? და რაც მთავარია, არის თუ არა ეს "ინტერესთა კონფლიქტი", რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სულ მცირე, საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა ხოლმე? 2008 წლიდან ლელა კილაძე თბილისის მერიის აპარატის უფროსის მოადგილე იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალაქის პირველი ლედი გახდა, მერიიდან სასწრაფოდ თვალს მოაშორეს და, როგორც აღმოჩნდა, "აალაბორანტეს" კიდეც!

საინტერესოა, რომ ლელა კილაძე ჯერ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვიზაჟისტი იყო, შემდეგ კი, რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, სადაც ყველამ იცოდა, რომ ის, ფაქტობრივად, პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზაჟისტი იყო.

[ნინო კვიტაშვილი]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif

 

 

 

გახდი "ღია ბოქლომი"-ს ჯგუფის წევრი Facebook-ზე

 

 

 

2907431438646605030-6762632352591030876?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...