planetanews Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 ჭადრაკის სასახლეში დღეს, “ლეიბორისტული პარტიის” რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა ღია კენჭისყრის წესით, რეზოლუციის მიღებას, პარტიის თავმჯდომარის, პოლიტიკური კომიტეტის და სარევიზიო კომისიის არჩევას ეყარა კენჭი. პარტიის თავმჯდომარედ კვლავ http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili51-300x199.jpg იქნა არჩეული. პოლიტიკური და სარევიზიო კომისიები ძირითადად პარტიის ლიდერებისა და სხვა წევრებისგან დაკომპლექტდა. პარტიის წევრებმა მეოთხე ყრილობაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც პარტიის ლიდერთა განცხადებით, 21 საუკუნის საქართველოს სამოქმედო გეგმაა. რეზოლუცია ათი პუნქტისგან შედგება. დოკუმენტში საუბარია ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საერთაშორისო ტრიბუნალის გზით გასამართლებაზე, საქართველოს დემოკრატიულ- სამართლებრივ მოწყობაზე, დამოუკიდებლობის აღდგენასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ყრილობაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე, ლიდერები და პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ. პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოვიდა ასევე სოსო რობაქიძე, რომელმაც პარტიის მიმართ სიმპატია გამოხატა და აღნიშნა რომ ეს არის პარტია რომელსაც არასოდეს გადაუხვევია თავისი პრინციპებიდან. მანვე გამოსვლაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ბავშვების მესაფლავე პრეზიდენტად” მოიხსენია და საზოგადოებას ყველა მათგანის შვილებისა და შვილიშვილების დაცვას დაჰპირდა. საქართველოს “ლეიბორისტული პარტია” 15 წლისაა. პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ამ ხნის განმავლობაში მიღებული სიყვარულისა და ნდობისათვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და გამარჯვება აღუთქვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts