Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მმართველმა გუნდმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე შესაძლოა მხარი ინგა გრიგოლიას დაუჭიროს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/grigolia-inga-EPN3.jpgპარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი 30 მაისის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას არ გამორიცხავს.

 

 

როგორც ,,ექსპრესნიუსს”’კერვალიშვილმა განუცხადა, არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს.

 

 

მისი თქმით, საზოგადოება 30 მაისს თავად გადაწყვეტს, თუ რომელი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, პარტიები არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით საკრებულოში შესაბამის კვოტებს აიღებენ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თანანმდებობაზე გამორიცხული არ არის სახელისუფლებო გუნდმა ინგა გრიგოლიას დაუჭიროს მხარი.

 

 

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ხელისუფლება კერვალიშვილს სთავაზობდა მმართველი გუნდის სიის პირველ ნომრად ყოფნას, ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო მოლოდინი არ იცის.

 

 

,,არ ვიცი რატომ იყო ჩემზე მოლოდინები. დეპუტატი ვარ და იმ ნაკისრი პასუხისმგებლობის 10 პროცენტი მაქვს ჯერ შესრულებული, რაც ჩემი ამომრჩევლის წინაშე ავიღე. მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ბევრი აქვთ გაკეთებული და მათ უფრო უკეთ იციან ის საქმე, რაც აქამდე აკეთეს და რაშიც გამოცდილება აქვთ. ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკური არ არის, შესაბამისად, მოსახლეობა იმას აირჩევს, ვისი პროგრამაც სოციალურ სფეროზე იქნება გათვლილი. თუმცა, ყველაზე მძიმეა არასტაბილურობა, არ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ივლისში ყველა იქნება დასაქმებული თუკი ის მოვა ხელისუფლებაში. პირადად ძალიან მაწუხებს საზოგადოებაში არსებული სოციალური პრობლემები,”- განაცხადა კერვალიშვილმა “ექსპრესნიუსთან” საუბარში.

 

 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მოქმედი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და რომ მათი პრიორიტეტი დასაქმებაა. “ქრისტიად-დემოკრატების” კანდიდატი ამავე პოსტზე ყოფილი ტელე-სახე ინგა გრიგოლიაა. “ქრისტიან-დემოკრატები” ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში გაზს-10 თეთრად, დენს-5 თეთრად, წყალს კი უფასოდ ჰპირდებიან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...