Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აღმოსავლური ბაზრობა ,,საუკეთესო ინდოეთიდან” თბილისში ოფიციალურად გაიხსნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/zurab-pololikashvili110-300x254.jpgგამოფენა-გაყიდვა ,,საუკეთესო ინდოეთიდან” საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს ოფიციალურად გახსნა.

 

 

გახსნის ცერემონიალს ინდოეთის საგანგებო და სრულუფელბიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, საინვესტიციო საგენტოს თავმჯდომარე ირაკლი მატკავა, ,,ა.ნ.ს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ანილ ეჰტა და ნავინ კოლინი ესწრებოდნენ.

 

 

პოლოლიკაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანი ინდოეთის კულტურის პოპულარიზაცია, საქართველოსა და ინდოეთს შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება, ინდური ნაციონალური წარმოების პროდუქციის წარმოდგენა და რეალიზაციაა.

 

 

,,მივესალმები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საქართველოში. აქ კომპანიებს და მეწარმეებს ეძლევათ საშუალება ერთმანეთი უკეთ გაიცნონ. ქართულმა კომპანიებმა კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან დაამყარონ. ასევე მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების მონაწილეობა უცხო ქვეყნებში დაგეგმილ ღინისძიებებში. ივნისის თვეში ჩვენ ინდოეთში საკუთარი პროდუქციის გატანას ვგეგმავთ და ეს იქნება ამ გამოფენის ლოგიკური გაგრძელება”,- აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილია ინდური ნაციონალური სუვენირები, საიუველირო ნაკეთობანი, ბიჟუტერია, სახლის აქსესუარები, ინდური ჩაი, სანელებლები, ტექსტილი, ტანისამოსი, ფეხსაცმელი და ხელნაკეთი ნივთები.

 

 

გამოფენის ორგანიზატორი ინდური კომპანია ,,ა.ნ.ს კორპორაცია”, ხოლო მხარდამჭერები კი ინდოეთის საელჩო და ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაა.

 

 

საგამოფენიო პავილიონი 1 მაისიდან 10 მაისამდე ყოველდღე 11:00საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს. დამთვარიელებლებისათვის კი შესვლა უფასო იქნება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...