planetanews Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/interpol-150x150.jpgაჭარის სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის – გელა თავდგირიძის და მისი თანამშრომლების მიმართ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ბიუროს აჭარის ხელმძღვანელი მიმალვაშია, ბათუმის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი მერაბ სანიკიძე კი დაპატიმრებულია. ორივეს ჯგუფურად 66 ათასი ლარის გაფლანგვა ბრალდება. მითვისებული და გაფლანგულია როგორც სააღსრულებლო ბიუროს, ასევე კლიენტებისა და განსასჯელების ნათესავების თანხა. ყველა მოწმე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ამ გაუგებრობაში ისე მოხვდა არაფერი იცოდა. ”ვენდობოდი”, “გამომიყენეს”, -ამბობენ ისინი. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გელა თავდგირიძისა და მერაბ სანიკიძის საქმეს ერთად განიხილავს. საქმის პროკურორი ვლადიმერ თურმანიძეა. თავდგირიძის ინტერესებს ადვოკატი ედიშერ მახარაძე, ხოლო სანიკიძის ინტერესებს _ ვაჟა ხახუტაიშვილი იცავს. სასამართლო პროცესი განსასჯელ მერაბ სანიკიძის დაკითხვით გაგრძელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts