planetanews Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/thomas.jpgადამიანის უფლებათა ევროსაბჭოს კომისარი თომას ჰამერბერგი ხვალ ცხინვალში ჩავა. ე.წ სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის დავით სანაკოევის განცხადებით, ოსები ჰამერბერგს ქართული ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაკავბული ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. “ვიზიტის მსვლელობისას თომას ჰამერბერგს სურს მიიღოს ინფომაცია აღნიშნული მოქალაქეების დაკავბის შესახებ და ასევე იმასთან დაკავშირებითაც თუ როგორ მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მივაწვდით მათ”,- განაცხადა სანაკოევმა. შეგახსენებთ რომ, ოს სეპარატისტთა მტკიცებით ქართულმა მხარემ ე.წ სამხრეთ ოსეთის 7 მოქალაქე დააკავა. ქართული მხარე კი მათ უგზო-უკვლოდ დაკარგლებს უწოდებს. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი თბილისში დღეს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts