planetanews Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/hunger-294x300.jpgმსოფლიოში ერთ მილიარდ ადამიანზე მეტი შიმშილობს. ამის შესახებ გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურმა დირექტორმა ჟაკ დიუფმა განაცხადა. “დღესდღეისობით მსოლფიოში 1017 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მათგან 642 მილიონი აზიაში ცხოვრობს, 265 – აფრიკაში , 42 მილიონი – ლათინურ ამერიკაში და 15 მილიონი – განვითარებულ ქვეყნებში”, – განაცხადა დიუფმა. FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში კრიტიკული სიტუაცია იქმნება, რადგან მოშიმშილეთა რიცხვი სწრაფად იზრდება. “გასული წლის განმავლობაში ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც კვების საშუალება არ გააჩნიათ, 105 მილიონი ადამიანით იზრდება. ამრიგად, დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეექვსე ადამიანი შიმშილობს”, – აღნიშნა დიუფმა. ყველაზე მეტი ადამიანი კონგოში შიმშილობს – მოსახლეობის 75%. ჰაიტიზე მოსახლეობის 58% შიმშილობს. “აუცილებელია მსოფლიო საკვები უშიშროების მსოფლიო პროგრამის მიღება, რომლის მიხედვით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება განვითარებულ ქვეყნებში 70%-ით, ხოლო მესამე სამყაროს ქვეყნებში 100%-ით უნდა გაიზარდოს. ეს ზომები საშუალებას მოგვცემს გამოვკვებოთ დედამიწის მზარდი მოსახლეობა, რომელიც 2050 წლისთვის 9 მილიარდ 100 ნილიონ ადამიანს შეადგენს”, – განაცხადა დიუფმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts