mtidan Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 (edited) asds პრინციპში თავიანთი საკუთრება გონიათ ალბათ საქართველო ...ნათქვამია უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო. პს. ფუი ეშმაკს. Edited May 1, 2010 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 mtidan ნათქვამია უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო. პს. ფუი ეშმაკს.110% სიმართლეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 FRIDRIX ცეცხლში გავახვევთ საქართველოს და რუსეთს დარჩება დამწვარი განადგურებული დანგრეული საქართველო ვინც საქართველოს მაგ შემთხვევაში ცეცხლში გაახვევს ის კი გაიქცევა საზღვარგარეთ და კი იცხოვრებს სახელმწიფოსგან მოპარული მილიონებით... (ბევრ პოლიტიკოსს უცხოელი მეუღლე ჰყავს და ცალი ფეხი უცხოეთში აქვს) მაგრამ ვინც გაეხვევა ცეცხლში იქნება მხოლოდ ქართველი ერი და საქართველო!!!ასე რომ ცეცხლს ნუ ეთამაშებით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 asds თვითგადარჩენის ინსტიქტმა მაინც უნდა გააღვიძოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალური-აპოკალიპტური მასშტაბის ტრაგედია შეიძლება გახდეს გამოღვიძების მიზეზი, გადარჩენილების გამოღვიძების. ვთქვათ გაიღვიძა... როგორ უნდა გამოხატოს ეს გაღვიძება? რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს გაღვიზება??? 7 ნოემბერიც და მაგალითად 26 მაისიც იყო თუ არა გაღვიძება??? მაშინ ხალხმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და თავისი ლიდერების გვერდზე დადგა... საჭირო იყო უკვე ლიდერებს გამოეჩინათ ეს გაღვიძება და ხალხის ნება სწორად წარემართად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 ვეფხვივთქვათ გაიღვიძა... როგორ უნდა გამოხატოს ეს გაღვიძება? რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს გაღვიზება???სიმართლე გითხრა მეც ვფიქრობ მაგ თემაზე და მარტივ პასუხს კი არა საერთოდ პასუხს ძლივს ვაგნებ. პასუხს რომელიც ჩემი აზრით ნაწილობრივ მაინც იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებამ, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, გამოღვიძება საკუთარი თავისადმი პატივისცემის აღდგენით უნდა დაიწყოს, ბოლოს და ბოლოს დაინახოს და აღიაროს, რომ შეუძლია იყოს უკეთესი ადამიანი ვიდრე არის. შეუძლია რეალურად დააფასოს წესიერება, შეუძლია დააფასოს ცოდნა და განათლება, სხვა ადამიანის ცოდნა და განათლება პირველ რიგში, რომ დაფასდეს მისი. შეუძლია რეალურად იცხოვროს ღირსეულად, რადგან აქვს ღირსება და შეუძლია რეალურად დააფასოს სიცოცხლე, სხვა ადამიანის სიცოცხლე, რომ მისი არ იქცეს დაუფასებლად. საზოგადოებამ გამოღვიძება იმით უნდა დაიწყოს რომ ელემენტალური, თუმცა ფუნდამეტური მნიშვნელობის ჰუმანიტარული ღირებულებები შეისისხლხორცოს, და იყოს ადამიანში ადამიანი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ვინმეს მიერ თავს მოხვეული დოგმები ან სტერეოტიპები განსაზღვრავენ, არამედ იმიტომ, რომ ასეთია მისი სულიერი სამყარო და ბუნებრივი მდგომარეობა. სხვისი არ ვიცი და მე პირადად ზუსტად ისე ვცდილობ ცხოვრებას რისკენაც სხვებს მოუწოდებ. უშეცდომო არავინაა და რათქმაუნდა არც მე მათ შორის, თუმცა იგივე ჩემს მაგალითზე შეიძლება ითქვას თუ რამდენად დიდი განსხვავებაა გამოღვიძებულ ადამიანსა და დღევანდელი ქართული საზოგადოების რიგით (თითქოს კრეოგენულ ძილში მყოფ) წევრს შორის. თუ ჩემი ისტორია ცოტა მაინც იცი თავად განსაზღვრე ის თუ რამდენი ადამიანი გაბედავს საქართველოში იმოქმედოს ისე, როგორც ამას მოქალაქეობრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე მე ვახერხებდი და ისიც ყოველგვარი პოლიტიკურ-კლანური ზურგის გარეშე, უანგაროდ, სრულიად მარტო და დამოუკიდებლად. თავად განსაზღვრე რამდენი ადამიანი გაბედავს დაძლიოს შიში და გახდეს მოქალაქე, აქტიური მოქალაქე. არის თუ არა საჭირო მაინც და მაინც ჩემნაირი თქვა ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემზე გაცილებით განათლებული, მოაზროვნე, ცივილიზებული და აქტიური ადამიანების დეფიციტი საქართველოში? არის ხომ? რატომ? იქნებ მხოლოდ იმიტომ რომ მე-ჩვენ არც არასდროს გვეძინა, საზოგადოებას კი არასდროს უცდია გამოღვიძება? ეგ არის ბატონო შენ კითხვაზე პასუხი. გაბედავს კი საზოგადოება გამოღვიძებას? გაბედავს შიშის დაძლევას და იმ რეალობის თვალებში მზერას, რომელსაც ამპარტავნებას, ცინიზმსა და სიძულვილს ამოფარებული, მთელი ცხოვრება ილუზორულ სამყაროში გაურბოდა? თუ გაბედავს, და თუ საზოგადოება გამოიღვიძებს ამას ვიგრძნობთ და დავინახავთ, რადგან პირველ რიგში საზოგადობა საკუთარი თავის პატივისცემას, მოყვასის სიყვარულსა და კეთილშობილებას დაიბრუნებს. სიყვარული და პატივისცემა კი ისეთი რამეა არ შეიძლება არ იგრძნო ან ვერ დაინახო. მაჩვენეთ როგორი სიყვარული და პატივისცემა შეგიძლიათ, მაჩვენეთ სად მთავრდება თქვენი მე და იწყება თქვენი კეთილშობილება და ატვეჩაი ვარ მე დაგანახებთ სამყაროს, რომელსაც გაურბოდით. რეალურ სამყაროს. მამენტ ცხოვრებას რომ რას გაუგებ თორე ისე რა პუბლიკაციებსა და პოსტებს კი არა რამე ბიბლიური ფილმის სცენარებს უნდა ვწერდე ჰოლივუდში ახრინეწ http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 ვეფხვი 7 ნოემბერიც და მაგალითად 26 მაისიც იყო თუ არა გაღვიძება??? მაშინ ხალხმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და თავისი ლიდერების გვერდზე დადგა...იყო 7 ნოემბერიც და იყო 26 მაისიც, ვიყავი იქ მეც, მაგრამ არ იყო გამოღვიძება და არ იყო გამოღვიძება იმიტომ, რომ არ შეიძლება მიტინგზე გაიღვიძო, არ შეიძლება ბარიკადებზე გაიღვიძო, არ შეიძლება გაიღვიძო საერთოდ, თუ ეს არ გინდა. საზოგადოებას კი, არც 7 ნოემბერს და არც 26 მაისს გამოღვიძება არ სდომებია, რადგან პოლიტიკოსები არ აღვიძებენ, პოლიტიკოსები აძინებენ (აბოლებენ) მხოლოდ. ასეა ეს და ასეა არა მმხოლოდ იმიტომ რომ მე ვამბობ ამას, არამედ იმიტომაც, რომ საკუთარ თავში კეთილშობილების ძიებითა და აღმოჩენით შეიძლება გაიღვიძო ადამიანმა, სიყვარულით შეიძლება გაიღვიძო ადამიანმა, სიკეთით შეიძლება გაიღვიძო ადამიანმა, მაგრამ არ შეიძლება ადამიანმა ძალადობით გაიღვიძო. არ შეიძლება, რადგან ძალადობა და აგრესია, სწორედ მიძინებული საზოგადოების სინდრომია და არა პირიქით. ჩემი თუ არ გჯერა, ვინც იქ, იმ გვირაბის ბოლოს დაგხვდება, იმას კითხე, მოკითხვაც გადაეცი ჩემგან და იფიქრეთ... იფიქრეთ ყარაბახზე http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif არ მესროლოთ დზმებო ათეისტი ვარ http://s.rimg.info/6ac54edc53d638dbd7914bd91f5c71c1.gif ვინმე ორთოდოქსი ფუნდამენტალისტი არ გეგიონოთ http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif რა ქვიოდა კიდო და მიტინგებზე და ბარიკადებზე მისული მძინარე ადამიანის გაკეთებული საქმე არ გაიშვა რა არსად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted May 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2010 ვიფიქროთ ყარაბახზე http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif უნდა დავეხმაროთ აზერბაიჯანელებს ყარაბახის დაბრუნებაში და სომხებს ბაგრამიანის ბატალიონი რომ ყავდათ და ნაძირლებს ეხმარებოდნენ მერე გაიგებენ როგორია ტკივილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2010 ვეფხვი საჭირო იყო უკვე ლიდერებს გამოეჩინათ ეს გაღვიძება და ხალხის ნება სწორად წარემართად...სამაგიეროდ ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა და ერთი შუშაც არავის გაუტეხავს .თურმე ეს იყო მთავარი. აქცია გათვლილი იყო ამერიკელებზე, ნახეთ რა ჭკვიანები ვართ ჩვენ და წაიყვანეთ თქვენი მიშაო. ან უარესი-ძალიან მაცდუნებელი პირობა მიიღეს მიშასგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 საზოგადოების პასუხისმგებლობაზე და ზოგადად დღევანდელი დღის რაობაზე რომ მიდის ყველა შესაბამის თუ შეუსაბამო თემაში საუბარი, ეს თემა გადაიკითხეთ ბატონო და გამოღვიძება დაიწყეთ... 800 წელია გძინავთ და მეტისმეტი არ მოგივიდეთ ჩემო კარგებო http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif გამოიღვიძეთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 ყავა გამომაფხიზლებს ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 ოხ ღმერთო ჩემო, სულ ძილი-ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება. (ძილი-ძილი ტრალივალი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 FRIDRIX ცეცხლში გავახვევთ საქართველოს და რუსეთს დარჩება დამწვარი განადგურებული დანგრეული საქართველოროგორც ფაშისტური გერმანიის იმპერიასთან ომის დროს თავის სოფლებს რომ წვავდნენ და ისე ხვდებოდათ გერმანელებს გადამწვარი სოფლები ეგრე დახვდებათ საქართველოც უვარგისი მაგათი ჯარისკაცების გვამებით გატენილი და გადამწვარირაებს წერ, FRIDRIX ?ჯერ დაფიქრდი მერე დაწერე, ნუ რა არის ეხლა ეს? :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.