Jump to content
Planeta.Ge

ხელოვნური სახელმწიფო – საქართველო


Recommended Posts

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართულ საზოგადოებაში წლების მანძილზე დომინირებს მოსაზრება, რომ საქართველო მშვიდობიან განვითარებასა და წინსვლას მხოლოდ და მხოლოდ ცუდი ხელისუფლებისა და საგარეო მტრების გამო ვერ ახერხებს. მე კი პირიქით, ვფიქრობ რომ სწორედ ქართული საზოგადოებაა საკუთარი თავისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არაერთადერთი, მაგრამ ერთ ერთი ძირითადი პრობლემა.

 

ამ თემით შევეცდები ჩემი მოსაზრების შინაარსი და რაობა განვმარტო და ვინძლო მასზედ დაფიქრება გადაწყვიტოთ ვიმედოვნებ, რომ არგუმენტირებულ ოპონირებას გამიწევთ და ემოციების “შადრევანიზაციას” არ ექნება ადგილი.

 

ფოლოსოფიურ დისკუსში რომ არ გადავარდეთ, ერთ ვგონებ რომ მარტივ ჭეშმარიტებას ვიტყვი.

 

მე როცა ვამბობ საზოგადოებაა ყველაფერზე ან თითქმის ყველაფერზეა პასუხისმგებელი მეთქი ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებას, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს მართვა დაეკისრა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც მინიმუმ პასუხისმგებლობის ადეკვატური აღქმის უნარი უნდა ქონოდა და ემოციებით არ უნდა ეხელმძღვანელა ამა თუ იმ პოლიტიკური და სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისას. არადა სულ სხვაგვარად იქცეოდა.

 

ანუ საზოგადოება არ უნდა აყოლოდა ზვიად გამსახურდიას (აგრეთვე მისი გარემოცვის), როგორც უდაოდ ავტორიტეტული დისიდენტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის, ხშირ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ გაუწონასწორებელ განცხადებებს-პოლიტიკურ ხედვას-(პოლიტიკურ) ნაბიჯებს.

 

რას ვგულისხმობ ალბათ მიმიხვდით, მაგრამ დავაკონკრეტებ, რომ პირველ რიგში ასეთ გაუწონასწორებელ ნაბიჯად პრეზიდენტ გამსახურდიას და მისი გარემოცვის ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიას მივიჩნევ, რომელსაც დაუფიქრებლად აყვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი-უმრავლესობა.

 

რატომ? დააძალა ვინმემ?

 

მე კი მესმის, რომ მართვისა და მენეჯმენტის გამოცდილების არ მქონე გამსახურდიას და მის უახლოეს გარემოცვას, სახელმწიფოს მართვის სხვა რესურსი და შესაბამისად იდეოლოგია, თუ არა რადიკალური ნაციონალიზმი არ გააჩნდა, მაგრამ რატომ არ ესმოდა და დღემდე არ ესმის ეს ქართულ საზოგადოებას? ან რატომ არ ესმოდა და არ ესმის ქართულ საზოგადოებას ის თუ რა საფრთხეებს შეიცავდა და შეიცავს რადიკალური ნაციონალიზმი ისეთი მულტიეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

 

თქვენ თავად ბრძანეთ, დაუშვა თუ არა ქართულმა საზოგადოებამ შეცდომა, როცა მართვის გამოცდილების არ მქონე და ულტრა ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას პრაქტიკულად 100% დაუჭირა მხარი? თუ კი, მაშინ ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება პასუხისმგებელია ყველა იმ ნეგატიურ პროცესებზე, რაც გამსახურდიას მმართველობის დროს განვითარდა.

 

ვგულისხმობ კი იმას რომ...

 

1. სწორედ საზოგადოების მიერ ზვიად გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად გაძლიერებული ულტრანაციონალიზმი, ქვეყნიდან ეთნიკურად არაქართველი-რუსულენოვანი მოსახლეობის, (როგორც წესი პროფესიონალი კადრების) მასიური გადინების მიზეზი გახდა.

 

2. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობები საქართველოს ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი ეროვნების მოქალაქეებს შორის. რაც თავის მხრივ ქართლისა და რიგი სხვა რეგიონების ტერიტორიაზე მცხოვრები ოსი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქეების მასიურ დევნა შევიწროვებაში გადაიზარდა.

 

3. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად ახალმა ხელისუფლებამ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმის გამართვისა და დამოუკიდებლობის დე-იურე გამოცხადების გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ავტონომიურ სუბიექტებთან შეუთანხმებლად მიიღო, ქვეყანა კი აწ უკვე 20 წლიანი სამოქალაქო ომისთვისა და დეზინტეგრაციისთვის გაწირა.

 

4. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად თეზისი "საქართველო ქართველებისთვის" დღემდე გამსახურდიას მმართველობის და "პატრიოტიზმის" სინონიმად რჩება.

 

5. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად ძალაუფლებას დაუფლებულა სრულიად გამოუცდელი და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი ხელისუფლება, რომელმაც არაადეკვატური საგარეო პოლიტიკით ქვეყანა ფაქტობრივ იზოლირებაში მოაქცია, გაუთვლელი საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგად კი სახელმწიფოს მართვის სადავეები დაკარგა და სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყო ხელი.

 

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, საქართველომ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ფაქტობრივად დაკარგა და დაკარგა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია იყო "სუსტი" პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომები დაუშვა. რომ არა საზოგადოების დაუფიქრებელი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი ვერ და არ გახედებოდა და შესაბამისად დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, საქართველოს უახლესი ისტორია ერთი ტრაგიკული ფურცელი არ იქნებოდა.

 

შეეძლო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და უშუალოდ დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქართულ საზოგადოებას უკეთესი გადაწყვეილებების მიღება, ვიდრე მიიღო? რათქმაუნდა შეეძლო, სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები რომ ჰქონოდა. მაგრამ არ ქონდა და შესაბამისად სწორედ ისე მოიქცა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო მოქცეულიყო და მხოლოდ ის - ქართული საზოგადოებაა დამნაშავე იმაში, რომ:

 

ზვიად გამსახურდიამ შესაძლებლად ჩათვალა ქვეყნის ლიდერობა.

ზვიად გამსახურდია ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა.

ულტრარადიკალური ნაციონალიზმი დომინანტ იდეოლოგიად იქცა.

ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა და სოციალური სფერო.

გართულდა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა საქართველოს მკვიდრ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები.

შესაძლებელი გახდა სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო მართვის ბერკეტების გარე ძალებზე გადაცემით ქვეყნის დესუვერენიზაცია.

 

ასე და ამგვარად პირადად ჩემთვის ცხადია, რომ სწორედ ქართულ საზოგადოებას ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე. თუმცა ვითარება არც 90-იანი წლების შუა პერიოდში იცვლება.

 

ვგულისხმობ კი იმას რომ ...

 

სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სახემწფოს მეთაურის პოსტი ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა და საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა დე ფაქტო დასრულა.

 

სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში უპრობლემოდ ჩამოყალიბდა და გაძლიერდა აშშ-ის ინტერესების ლობირებაზე ორიენტირებული კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და აღნიშნული სისტემის მომსახურეობაზე გათვლილი ახალი-კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა.

 

სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ მრავალწლიანი ანტისახელმწიფოებრივი მმართველობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილმა ჩაანაცვლა და სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ვაშინგტონის მიერ ფაქტიურად ღია მხარდაჭერის მიუხედავად სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტიურად 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

 

ახალი პრეზიდენტის არაადეკვატური გადაწყვეტილებებისა და მმართველობის 6-7 წლიანი მონაკვეთის შედეგად რომ ქვეყანა დე იურე დესუვერენიზაციისა და დე იურე ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დადგა, აგრეთვე საზოგადოების არაადეკვატური გადაწყვეტილებისა და დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგია.

 

შეეძლო ქართულ საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინა და პოლიტიკური და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო ვიდრე მიიღო? რათქმაუნდა არა. არ შეეძლო, რადგან სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არ ქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, არ აქვს დღეს და დიდი ალბათობით შემიძლია ითქვას, რომ არც უახლოეს მომავალში ექნება...

 

ძირითადი პრობლემაც შესაბამისად საზოგადოებაშია და არა შიდა, გარე და სხვა პლანეტელ მტრებში.

 

ასეა ეს და ასე რომ არის ერთ ფრიად სავალალო დასკვნამდე მივდივარ. დასკვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ საზოგადოებას, სათანადო განათლების, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპებისა და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებების არ ქონის გამო, არ ხელეწიფება ქვეყნის დამოუკიდებლად მართვა. ეს კი თავის მხრივ, არც მეტი არც ნაკლები ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არა გარე ძალების მიერ (პირობითად აშშ-ი, ევროკავშირი, რუსეთი) საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს როგორც დე იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდაჭერა და სახელმწიფოებრიობის ხარისხის ხელოვნური შენარჩუნება, საქართველო როგორც სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს. ანუ თანამედროვე საქართველო უკვე დღეს, ხელოვნური სახელმწიფოა.

 

ეხლა თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართულ საზოგადოებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს ვიდრე აქვს, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არც თვალსაწიერ მომავალში ექნება. არ ექნება არც სახელმწიფო შესაბამისად.

 

 

P.s. არჩევანის საშუალება თანამედროვე ისტორიის ყველა ეტაპზე ქონდა საზოგადოებას და ყოველთვის არასწორი-ადვილი გზა აირჩია.. შედეგიც მხოლოდ ისეთი მიიღო როგორიც ადვილად გამოვიდა..

 

არადა ცხოვრება ადვილიაო არავის უთქვავს ბრძენთაგან ვგოენებ...

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

P.P.s. მამენტ მთელი ღამე ამ ტექსტს მოვანდომე, ასე რომა წავალ სიზმრებს მივხედავ და ჩემს აქ არ ყოფნაში იქნებ დაფიქრდეთ თემის ჰამბებში.. ხოდა კიდო, წერა მეზარებოდა მაგარი და უკაროჩენი ვარიანტი გამოვიდა საზოგადოებაზე ნაიეზდის. თუ რამე, უგზო უკვლოდ დეტალიზირებულ გაგრძელებასაც დავდებ როდისმე, თუ არ დამეზარა ან თუ ჰონორარი შემომთავაზა ვინმემ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

1) 28 ოქტომბერს იყო მარტივი არჩევანი ბიოლშევიზმსა და ანტიბოლშევიზმს შორის. ხალხს ჰქონდა ერთი ხმა და უნდა აერჩია ხელისუფლების მთავარი ოპონენტი.

ყველაზე უფრო პოპულარული იყო ზვიად გამსახურდია . ასე რომ არჩევანი ლოგიკურია....

2)ზვიადი არ ყოფილა ფაშისტი. ის გახლდათ ნარცისისტი. ამის მიზეზი კი http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=249562 აქ შეგიძლიათ ამოიკითხოთ .

3) პასუხისმგებლობა ეკისრება ელიტას......თუ ელიტებს სხვადასხვა დროში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართულ საზოგადოებაში წლების მანძილზე დომინირებს მოსაზრება, რომ საქართველო მშვიდობიან განვითარებასა და წინსვლას მხოლოდ და მხოლოდ ცუდი ხელისუფლებისა და საგარეო მტრების გამო ვერ ახერხებს. მე კი პირიქით, ვფიქრობ რომ სწორედ ქართული საზოგადოებაა საკუთარი თავისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არაერთადერთი არა, მაგრამ ერთ ერთი ძირითადი პრობლემა.
ეხლა თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართულ საზოგადოებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს ვიდრე აქვს, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არც თვალსაწიერ მომავალში ექნება. არ ექნება არც სახელმწიფო შესაბამისად.

 

ძალიან დიდი ხანია მსგავსი სიმართლე არ მომისმენია...

ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, როგორიც ყავს© თ.ჯეფერსონი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

1) 28 ოქტომბერს იყო მარტივი არჩევანი ბიოლშევიზმსა და ანტიბოლშევიზმს შორის. ხალხს ჰქონდა ერთი ხმა და უნდა აერჩია ხელისუფლების მთავარი ოპონენტი.

ვერ დაგეთანხმები ლაშა ალო, ვერ დაგეთანხმები, რადგან გამსახურდიას მხარდაჭერით საზოგადოებამ არა ბოლშევიზმსა და ანტიბოლშევიზმს შორის, არამედ უდარდელ ცხოვრებასა და უფრო უდარდელ ცხოვრებას შორის გააკეთა. არასწორი არჩევანი გააკეთა უმცა "მანდარინი და ჩაი გვაცხოვრებს" დონის საზოგადოებას არ შეიძლებოდა არც უკეთესი არჩევანი გაეკეთებინა არც ბოლშევიზმის ან ანი ქონოდა გაგებული ან ჰაე ..

ყველაზე უფრო პოპულარული იყო ზვიად გამსახურდია . ასე რომ არჩევანი ლოგიკურია....

ყველაზე პოპულარული იყო იქნებ იმიტომ, რომ სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები არ ქონდა საზოგადოება ყფრო ღირსეული კანდიდატურის დასანახად?

 

ამაზე თუ გიფიქრია? ან არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე-ცივილიზებულ საზოგადოებაში შეუძლებელია გადამჭრელი უმრავლესობა ფაშიზმის ზღვარზე მდგარმა ულტრარარიკალურმა ნაციონალისტმა მოიპოვოს?

2)ზვიადი არ ყოფილა ფაშისტი. ის გახლდათ ნარცისისტი. ამის მიზეზი კი http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=249562 აქ შეგიძლიათ ამოიკითხოთ .

ნარცისიზმი შეპყრობილი ადამიანი რომ გახდა ქვეყნის მეთაური ეს ისევ და ისევ საზოგადოების არაადეკვატურ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს. გამსახურდიას ამბიციების ქონას ვერავინ დაუშლიდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშOრება კი სავსებით შესაძლებელი იყო საზოგადოების მიერ უკეთ დაფიქრების შემთხვევაში. თუ ეს უკეთ დაფიქრება შეეძლო რათქმაუნდა...

3) პასუხისმგებლობა ეკისრება ელიტას......თუ ელიტებს სხვადასხვა დროში.

ელტას არ შეიძლება მხოლოდ დაეკისროს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე რამეთუ თანამედროვე ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა სწორედ ქართულ საზოგადოებას უნდა უმადლოდეს დაუმსახურებლად ელიტარული მდგომარეობის დაკავებას ..

 

რეალურად რჩეული უმცირესობა კი ყოველთვის იდევნებოდა და იდევნება საქართველოში, რამეთუ სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არ გააჩნდა და არ გააჩნია, შესაბამისად არ გააჩნია რეალრად რჩეული უმცირესობიდან მომავალი პროგრესული იდეებისა და წინადადებების ადეკვატურად აღქმის უნარი, რაც საბოლოო ჯამში, მთლიანად საზოგადოების მარგინალიზებასა და რჩეული უმცირესობის დევნა-შევიწროვებას უწყობს ხელს.

 

ასეც ხდება და ასე რომ ხდება "ერთ ფრიად სავალალო დასკვნამდე მივდივარ. დასკვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ საზოგადოებას, სათანადო განათლების, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპებისა და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებების არ ქონის გამო, არ ხელეწიფება ქვეყნის დამოუკიდებლად მართვა. ეს კი თავის მხრივ, არც მეტი არც ნაკლები ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არა გარე ძალების მიერ (პირობითად აშშ-ი, ევროკავშირი, რუსეთი) საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს როგორც დე იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდაჭერა და სახელმწიფოებრიობის ხარისხის ხელოვნური შენარჩუნება, საქართველო როგორც სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს. ანუ თანამედროვე საქართველო უკვე დღეს, ხელოვნური სახელმწიფოა." © asds

 

 

irene

ძალიან დიდი ხანია მსგავსი სიმართლე არ მომისმენია...

ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, როგორიც ყავს© თ.ჯეფერსონი

გეთანხმები შენ და თომას ჯეფერსონს :))

 

dire

შენ თუ კაი კაცი ხარ...

ამ შაბათ დილით ამოდენა პოსტებს რატომ აცხობ?

უსირცხვილო შენ!!!!

სირცხვილიანი კაცები შაბათ დილით სტროგა პახმელიაზე გამიდიან არა? მე მაპატიეთ და კვირის დილას გამოვალ პახმელიაზე, დაგეწევით http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif

 

არადა ხანდახან ასე იცის ხლმე "ბრძნულმა" ფიქრებმა.. თუ არ გაუზიარე ვინმეს არც შენ მოგასვეებს და არც იმ ვინმეს : )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

საზოგადოებას, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს მართვა დაეკისრა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც მინიმუმ პასუხისმგებლობის ადეკვატური აღქმის უნარი უნდა ქონოდა

 

ჰქონდა კიდევაც და აირჩია კიდევაც შესაბამისი ხელისუფლება... ზუსტად სხვანაირი ქცევა იქნებოდა მაშინ არაადეკვატური...

 

asds

ანუ საზოგადოება არ უნდა აყოლოდა ზვიად გამსახურდიას (აგრეთვე მისი გარემოცვის), როგორც უდაოდ ავტორიტეტული დისიდენტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის, ხშირ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ გაუწონასწორებელ განცხადებებს-პოლიტიკურ ხედვას-(პოლიტიკურ) ნაბიჯებს.

 

აბა ვის უნდა აყოლოდა??? არჩევანიც იყო მაშინ? ან გამსახურდიას უნდა აყოლოდა ან ედპ-ს, სახალხო ფრონტს, მხედრიონსა და გაკრიმინალებულ გვარდიას რომლებმაც მერე მაინც გამოიჩინეს თავი როგორც საქართველოს დამღუპველები?

 

გაუწონასწორებელ ნაბიჯად პრეზიდენტ გამსახურდიას და მისი გარემოცვის ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიას მივიჩნევ, რომელსაც დაუფიქრებლად აყვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი-უმრავლესობა.

აბა რომელ იდეოლოგიას უნდა აყოლოდა? პროამერიკულ--კოსმოპოლიტანურს თუ რუსულ-იმპერიალისტურ იდეოლოგიას? კაცმა მტელი ცხოვრება შეალია კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას, ამერიკული ფასეულობები აირჩია დემოკრატიის საკითხებში და რა მიიღო შედეგად? თურმე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა!!!

მაშ ულტრანაციონალურ იდეოლოგიაზე უარი უნდა ეთქვა და უპირობოდ და სასტიკად პროამერიკელი უნდა გამხდარიყო რამიშვილების, ბოკერიების და მისთანების მსგავსად???

 

ქართულ ეროვნულ მოძრაობას იმიტომ ჰქონდა აზრი და იმიტომ იბრძოდნენ ჩვენი დისიდენტები რომ საბჭოთა იმპერიას გამოვყოფოდით და ეროვნული სახელმწიფო აგვეშენებინა და არა პროამერიკული სახელმწიფო...

 

რატომ? დააძალა ვინმემ?

 

მაშ რა უნდა გაეკეთებინა შენის აზრით??? ეროვნულ-ნაციონალური არაო... საბჭოთა-კომუნისტური ის ის იყო დავანგრიეთ... ამერიკული-კოსმოპოლიტანური კიდევ თურმე წყლის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო... აბა რაღა დარჩა, პრომარსიანული?

 

რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს მართვა დაეკისრა

როგორ მართავს ხალხი საზოგადოებას-სახელმწიფოს? გათითოკაცებული და ქაოტურად თუ სახელწიფო მექანიზმებისა და საერთო წესების, ლიდერის საშუალებით???

ხოდა აირჩია მაშინაც როგორც დღეს ხალხმა ეს ,,მექანიზმი'' ანუ პრეზიდენტი - კაცი იმ დროისთვის და დღეს ამ დროისათვის შესაფერისი, მაშინ ზვიადი და ეხლა მიშა და დაავალა მას ემართა საქართველო, მიანიჭა ამისათვის საჭირო ყველა უფლება და რაც მთავარია აღჭურვა ხალხის ნების მანდატით... ანუ ჰქონდა აბსოლიტურად ყველა დივიდენტი იმისათვის რომ ქვეყანა სწორად ემართა... რა არის ამაში დანაშაული???

ვინ რა იცოდა წინასწარ თუ ვინ როგორი პრეზიდენტი გამოდგებოდა??? ვინმეს შეუძლია წინასწარ თქვას თუ ვინ როგორი გამოდგება და რომელ პრეზიდენტს როდის წაუცდება ხელი???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფოს მართვის სხვა რესურსი და შესაბამისად იდეოლოგია,

 

იმ დროისათვის ეს რესურსები გააჩნდათ მხოლოდ კომუნისტებს და სხვას არავის რომლებიც ის ის იყო ჩამოაგდეს... აბა პრომარსიანული იდეოლოგიის პარტია მაშინ არ არსებობდა და არც ეხლა არსებობს!!!

 

რა საფრთხეებს შეიცავდა და შეიცავს რადიკალური ნაციონალიზმი ისეთი მულტიეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა?

აბა ჩამოაყალიბე რა არის რადიკალური ნაციონალიზმი, ულტრა ნაციონალიზმი... მერე ჩამოაყალიბე რა არის უბრალოდ ნაციონალიზმი და მერე ჩამოაყალიბე თუ რაში დაარღვია ზვიადმა მულტინაციონალიზმის პრინციპები... და მერე მე დაგისახელებ ქვეყნებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც, რომლებიც მულტინაციონალურია მაგრამ წარმატებით ატარებენ ნაციონალურ პოლიტიკას...

 

1. სწორედ საზოგადოების მიერ ზვიად გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა

100% თუ არა 60% რომ დაეჭირათ მხარი ის მაინც გაიმარჯვებდა არჩევნებში და გინდა თქვა რომ ის იგივეს არ გააკეთებდა რაც 100% ვარიანტში გააკეთა???

 

რომლის შედეგად გაძლიერებული ულტრანაციონალიზმი, ქვეყნიდან ეთნიკურად არაქართველი-რუსულენოვანი მოსახლეობის, (როგორც წესი პროფესიონალი კადრების) მასიური გადინების მიზეზი გახდა.

 

ტყუილია მაგი... მაშინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არაქრთული მოსახლეობა ყველა იმ ქვეყანას უბრალოდ ნებით დაუბრუნდა საიდანაც იყვნენ წარმოშობით...

 

რომლის შედეგად მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობები საქართველოს ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი ეროვნების მოქალაქეებს შორის. რაც თავის მხრივ ქართლისა და რიგი სხვა რეგიონების ტერიტორიაზე მცხოვრები ოსი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქეების მასიურ დევნა შევიწროვებაში გადაიზარდა.

 

ოსი და აფხაზი ხალხის მიმართ დაძაბულ ურთიერთობას ხელი შეუწყვეს: 1. ოსმა და აფხაზმა ულტრანაციონალებმა; 2. რუსულმა სპეცსამსახურებმა; 3. კართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა მხედრიონისა და გვარდიის სახით... ზუსტად ზემოთჩამოთვლილი თანმიმდევრობით!

 

კრიმინალურ დაჯგუფებებში იგულისხმება ვაჟა ადამია და მისი შეიარაღებული დაჯგუფება, ჯაბა იოსელიანი და მისი მხედრიონი, თენგიზ კიტოვანი და მისი გვარდია...

 

ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ავტონომიურ სუბიექტებთან შეუთანხმებლად მიიღო,

რა შეთანხმება სჭირდებოდა საქართველოს ხელოვნურად შექმნილ ავტონომიებთან??? და თანაც არ დაგავიწყდეს რომ მაშინ რეფერენდუმი ჩატარდა მთელს საქართველოში, აფხაზეთშიც და ოსეთშიც!!!

 

"საქართველო ქართველებისთვის"

ამ ტეზისს ანუ ქოთანს თუ ვინ რა მხრიდან მოაბამს ყურს, სახელურს ეს ამ მომბმელის ინტელექტზეა დამოკიდებული!!!

 

გამსახურდიას ხომ არ უთქვია ,,საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისო''???

"საქართველო ქართველებისთვის" ეგ იგივეა რაც ,,გერმანია გერმანელებისთვის'', ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი პატრონი ერი ანუ დომინანტი ერი... რა არის აქ განსაკუთრებული და არადემოკრატიული???

სახელმწიფოს მართვის სადავეები დაკარგა და სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყო ხელი.
სახელმწიფოს მართვის სადავეები დაკარგა და სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყო ხელი.

 

გადატრიალება არ მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამსახურდიას რომ 1. ყველა ოპოზიციონერი (რომელთა დიდი ნაწილი რუსეთისგან იმართებოდა) თავის დროზე, დროულად დაეჭირა და გაენედგურებინა რასაც რა თქმა უნდა მაშინვე არადემოკრატიულობაში და არაადამიანურობაში ჩაუთვლიდნენ...

2. ან კიდევ ისევ რუსეთისკენ ებრუნებინა პირი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ჰქონდა კიდევაც და აირჩია კიდევაც შესაბამისი ხელისუფლება... ზუსტად სხვანაირი ქცევა იქნებოდა მაშინ არაადეკვატური...

რა შესაბამისი ხელისუფლება აირჩია და რა იყო ადეკვატური ქცევა? მულტიეთნიკურ საზოგადოებაში ფაშიზმის ზღვარზე მადგარი ულტრარადიკალური ნაციონალიზმის იდეოლოგიის მატარებელი ინდივიდების ხელისუფლებაში მოყვანა?

 

გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლას საქართველოს საბჭოთა კავშირში, მაგ მონსტრის არსებობის ბოლო დღემდე დარჩენა ჯობდა!

აბა ვის უნდა აყოლოდა??? არჩევანიც იყო მაშინ? ან გამსახურდიას უნდა აყოლოდა ან ედპ-ს, სახალხო ფრონტს, მხედრიონსა და გაკრიმინალებულ გვარდიას რომლებმაც მერე მაინც გამოიჩინეს თავი როგორც საქართველოს დამღუპველები?

არჩევანი მაშინაც ქონდა საზოგადოებას და ეხლაც აქვს. ეგ არის რომ ამ არჩევანს ვერც მაშინ ხედავდა და ვერც დღეს ხედავს.

 

გამსახურდიას მხარდაჭერა საზოგადოების ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომაა რომლის შედეგად პრაქტიკულად გამოუსწორებელი დარტყმა მიიღო როგორც თავად საზოგადოებამ ასევე ქვეყანამ.

 

უკეთესი არჩევანი თუნდაც არავის აყოლა და რევოლუციური ლიდერების აქტიური პოლიტიკიდან ამ გზით ჩამოშორება იქნებოდა. თუ მაინც და მაინც ირჩევდა ადამიანი მხარეს, ეს მხარე შესაძლოა იგივე ეროვნულ დემოკრატიული პარტია და გია ჭანტურია ყოფილიყო. რომელიც, როგორც მინიმუმ რადიკალური ნაციონალიზმის ბაცილით არ იყო დაავადებული და რომელსაც გამსახურდიაზე გაცილებით სერიოზული კონტაქტები ქონდა დასავლეთში.

 

შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ საქართველოში აშშ-ის ჰეგემონიის დამყარების ხელისშეწყობის მიზნით ქვეყანაში "დაბრუნებულმა" შევარდნაძემ, ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან უმოკლეს ვადაში ერთ ერთი პირველი დარტყმა იმ დროისთვის ერთადერთ რეალურ კონკურენტსა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას მიაყენა და გია ჭანტურია მოკლა!

 

აბა რომელ იდეოლოგიას უნდა აყოლოდა? პროამერიკულ--კოსმოპოლიტანურს თუ რუსულ-იმპერიალისტურ იდეოლოგიას? კაცმა მტელი ცხოვრება შეალია კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას, ამერიკული ფასეულობები აირჩია დემოკრატიის საკითხებში და რა მიიღო შედეგად? თურმე დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა!!!

მაშ ულტრანაციონალურ იდეოლოგიაზე უარი უნდა ეთქვა და უპირობოდ და სასტიკად პროამერიკელი უნდა გამხდარიყო რამიშვილების, ბოკერიების და მისთანების მსგავსად???

საზოგადოებას მემარცხენე ან მემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეჭირა მხარი, პარტიებისგან ეკონომიკური და პოლიტიკური კონცეფციები, პროგრამები მოეკითხა. პოლიტიკაში პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნის წარმოქმნით კი ქვეყანა ცივილიზებული პოლიტიკური ცხოვრების რელსებზე გადაეყვანა. ნაცვლად ამისა, საზოგადოებამ ულტრა რადიკალური ნაციონალისტების გვედით დგომა ამჯობინა, რომელთაც არც მემარჯვენეობის იცოდნენ რამე და არც მემარცხენეობის, არც პოლიტიკის, არც ეონომიკის, არც სოციალური სფეროს და შენ წარმოიდგინე არც პოლიტიკური გეოგრაფიის. სამაგიეროდ ომახიანად უტრიალებდნენ დედის ძვლებს ყველას და ყველაფერს და რას იზავ, ბევრისთვის "საქართველო ქართველებს" თეზისი სიმფონიად ჟღერდა და "კარგადაც აჟღერდა", დიდი რუსი კონსტრუქტორის უნიკალური "მუსიკალური" ინსტრუმენტის აკომპონემენტის ფონზე.. დღემდე ასე გაუჩერებლად ჟღერს.

 

 

will be continued

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ქართულ ეროვნულ მოძრაობას იმიტომ ჰქონდა აზრი და იმიტომ იბრძოდნენ ჩვენი დისიდენტები რომ საბჭოთა იმპერიას გამოვყოფოდით და ეროვნული სახელმწიფო აგვეშენებინა და არა პროამერიკული სახელმწიფო...

დღეს შუასაუკუნეები არ არის და შესაბამისად ეროვნული სახელმწიფო მონოეთნიკურ საზოგადოებას არ ნიშნავს და მონოეთნიკურ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებას არ ითხოვს.

 

გამსახურდიამ და მისმა გარემოცვამ პოლიტიკისა და პოლიტიკოსისთვის ადეკვატური ცოდნისა და თანამედროვე-ცივილიზებული ადამიანისთვის დამახასიათებელი ღირებულებების არ ქონის გამო, ულტრარადიკალური ნაციონალიზმის გზით ცადეს მონოეთნიკური სახელმწიფოს მშენებლობა და შედეგად საქართველოც და მისი მულტიეთნიკური საზოგადოებაც ფრაგმენტებად დაშალეს..

 

ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი გამსახურდიას პრაქტიკულად 100%-იანი მხარდაჭერით, მაგრამ ვშიშობ, რომ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და ვერ მიიღებდა არა იმიტომ, რომ არჩევანი არ იყო, არამედ იმიტომ რომ, სხვა - უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები არ ქონდა. არც დღეს აქვს...

ვინ რა იცოდა წინასწარ თუ ვინ როგორი პრეზიდენტი გამოდგებოდა???

მე ვიცოდი, იმ დროისთვის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ და მულტიეთნიკური თბილისის, მულტიეთნიკურ ცენტრში (ვარანცოვზე) გაზრდილმა ადამიანმა, რომ საზოგადოებაში, რომელიც ათეულობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანისგან შედგება ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის დომინირება დამანგრეველ შედეგებს გამოიღებდა.. მე თუ ვიცოდი სხვასაც შეეძლო ეს ცოდნოდა და ამაზე ეფიქრა, განსაკუთრებით უფროს თაობაში.

აბა ჩამოაყალიბე რა არის რადიკალური ნაციონალიზმი, ულტრა ნაციონალიზმი... მერე ჩამოაყალიბე რა არის უბრალოდ ნაციონალიზმი და მერე ჩამოაყალიბე თუ რაში დაარღვია ზვიადმა მულტინაციონალიზმის პრინციპები...

რა განსხვავებაა იცი ნაციონალისტურსა და ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიებს შორის?

 

ის განსხვავებაა, რომ ნაციონალისტური იდეოლოგია იმ ქვეყნებში დომინირებს სადაც საზოგადოება ერთი ნაციის და არა ერთი ეთნიკური ჯგუფის პრიზმაში განიხილავს საკუთარ ნაციონალურ კუთვნილებას. ანუ საფრანგეთში ეთნიკურად იტალიური წარმოშობის კორსიკელი ნაპოლეონ ბონაპარტი ფრანგული ნაციის შვილია და ფრანგი, საქართველოში კი აბო თბილელი არაბია, საიათ-ნოვა სომეხი, დავით სოსლანი ოსი და ყველა არაქართული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი უცხო და გადამთიელი. ასეთ ტიპის ქვეყანაში ნაციონალიზმი ულტრა რადიკალურ შინაარსსა და რაობას იძენს, რაც მოხდა კიდეეც 90-იან წლებში.

 

საქართველოში ჯერ საერთო ქართული ნაცია უნდა ჩამოყალიბდეს და მერე დაიწყოს ნაციონალისტური პოლიტიკის გატარება ხელისუფლებამ და არა პირიქით.

 

რაც შეეხება ულტრა რადიკალურ ნაციონალიზმსა და საქართველოს მულტიეთნიკური შინაარსისადმი გამსახურდიას დამოკიდებულებას და პრინციპში სწორედ ეთნიკური უმცირესობების ინტერესების იგნორირებასა და რადიკალრ ნაციონალიზმთან გვქონდა საქმე გამსახურდიას მმართველობისას, რის მაგალითსაც, 80-90-იან წლებში საქართველოდან ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის მკვეთრი გადინება, ქართლის რეგიონში (ძირითადად ქართლში) ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების მასიური დევნა შევიწროვება და ორ ეთნიკურ ჯგუფთან შეიარაღებული დაპირისპერა წარმოადგენს..

 

 

გამსახურდიაზე დავასრულოთ ჯობია ვგონებ.. თემა უფრ საზოგადოების პასუხისმგებლობას ეხება ვიდრე გამსახურდიას მმართველობას, საზოგადოებას რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი და რომლის ძირითადი დამსახურება ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობაა. ეს ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ მკითხველიც ანალოგიურ დასკვნამდე მივა და საკუთარ თავში პასუხისმგებლობის გრძნობის მცირეოდენი ამაღლებას მაინც შეეცდება..

 

 

 

 

fuck all naci muther fuckers man

that is it /b]

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართულ საზოგადოებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს ვიდრე აქვს, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არც თვალსაწიერ მომავალში ექნება. არ ექნება არც სახელმწიფო შესაბამისად.

100%

 

ვერ მიიღებდა არა იმიტომ, რომ არჩევანი არ იყო, არამედ იმიტომ რომ, სხვა - უკეთესი გადაწყვეტილების მისაღებად სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები არ ქონდა. არც დღეს აქვს...

101%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

3) პასუხისმგებლობა ეკისრება ელიტას......თუ ელიტებს სხვადასხვა დროში.

+10

 

asds

უკეთესი არჩევანი თუნდაც არავის აყოლა და რევოლუციური ლიდერების აქტიური პოლიტიკიდან ამ გზით ჩამოშორება იქნებოდა. თუ მაინც და მაინც ირჩევდა ადამიანი მხარეს, ეს მხარე შესაძლოა იგივე ეროვნულ დემოკრატიული პარტია და გია ჭანტურია ყოფილიყო. რომელიც, როგორც მინიმუმ რადიკალური ნაციონალიზმის ბაცილით არ იყო დაავადებული და რომელსაც გამსახურდიაზე გაცილებით სერიოზული კონტაქტები ქონდა დასავლეთში.

ახ... შენ ედეპეშნიკი იყავი და დღემდე გულში ხინჯად გაქვს რომ ჭანტურია პრეზიდენტად არ აირჩიეს??? მერე ხომ კარგად შეუწყო ხელი მაგ ჭანტურიამ პუტჩსა და სამხედრო გადატრიალებას??? მაგი არ იყო ცოლად რუსის აგენტი რომ ჩაუსვეს ჯერ კიდევ ციხეში???

 

კი მაგრამ ვინ იყო ჭანტურია მაშინ? რა წონას წარმოადგენდა ახალგაზრდა ჭანტურია მაშინ როცა მაგაზე მდიდარი დისიდენტური წარსულის მქონე პოლიტიკოსებით იყო სავსე ეროვნული მოძრაობა??? ჭანტურია იყო მაშინ იგივე ალასანია დღეს... გამოუცდელი პოლიტიკოსი! გინდა თქვა რომ რუსები ჭანტურიას გადატრიალებას არ მოუწყობდნენ???

და ის კიდევ არავინმა არ იცის ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში თუ თვით ჭანტურიაც კი როგორ აუშვებდა აფრებს... მაგის გარანტიას იძლევი შენ რომ ჭანტურიას ოფოფები არ აღმოაჩნდებოდა???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელოვნური სახელმწიფო რუსების მონობის დროს იყო

 

ეხლა არის განვითარებადი ევროპისკენ მიმავალი დამოუკდებელი სახელმწიფო

რომელიც აღარავის არარ დაემონება მითუმეტეს რუსებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასარჩევიც არც არავინ იყო. ის მომენტი იყო, ნაგავსაყრელს(პოლიტიკას) ყვავები რომ შეესევიან,

არცერთმა იცოდა დამოუკიდებლად ქვეყნის მართვა, საერთოდ დამოუკიდებლად ცხოვრება,

მარტო ეს მინდა, ის მინდა და ისტერიკები, როგორც გაზარდეს და რაც ბავშვობაში გასდიოდათ, ისე ეგონათ ქვეყნის მართვა.

უი, ჭანტურიაო, ეგ იყო თუ იყო ულტრანაციონალისტი, წესდებაში ედეპეს ეწერა სწორედ ,,საქართველო ქართველებისტვისო".

ამისწინ იქით ფორუმზე ვიღაცამ დააგდო მაგათი წესდება. ყველა ერთიდაიგივეს გაიძახოდა თუ გაინტერესებთ....

საზოგადოება, ანუ ელიტა, ავტორიტეტები, კი მართლა უზნეო და კლანისტურ-კორუმპირებული გვყავდა ესესერში ყველაზე უფრო მაგარი. აბა ეს საქმე იყო, იურიდიულზე და სამედიცინოზე ვერ ჩააბარებდი ქრთამის გარეშე, ვერც სხვა ინსტიტუტებში უპატრონოდ,

როცა სხვა რესპუბლიკებში ასე არ იყო, არც რუსეთში სხვათაშორის.

რაც გვჭირს, ისევ ჩვენი თავისგან და აღზრდისგან, უინტელექტო ხალხი რომ წავისვით ყველა დროში თავზე. ახლაც იგივე არ არის?

რატომ უნდა მართავდეს ქვეყანას გუნდი, ეგ იგივე კლანია. გაუშვი რა კონკურსით პროფესიონალების შერჩევა

ყველა სფეროში. არა, მაინცდამაინც ძმაკაცები და ნათესავები. აზიაა მა რა ჯანდაბა...

სიმართლე გითხრა გადაცემა რომ დაიწყეს ახლა ,,ნიჭიერი", იმდენად არაბუნებრივია

ჩვენთვის, მხოლოდ ნიჭი გქონდეს და რამეს მიაღწიო, პირდაპირ გაოცებული ვუყურებ.. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ახ... შენ ედეპეშნიკი იყავი და დღემდე გულში ხინჯად გაქვს რომ ჭანტურია პრეზიდენტად არ აირჩიეს??? მერე ხომ კარგად შეუწყო ხელი მაგ ჭანტურიამ პუტჩსა და სამხედრო გადატრიალებას??? მაგი არ იყო ცოლად რუსის აგენტი რომ ჩაუსვეს ჯერ კიდევ ციხეში???

მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი 9-თუ 10-ე კლასში, აღარც მახსოვს იმდენი დრო გავიდა ადამიანო რა ედპეშნიკი : ))))

 

ჭანტურიას ცოლი მე არ მაინტერესებს, შეძლებისდაგვარად ობიექტურად ვცდილობ იმ დროს საზოგადოების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზებას ..

 

სახელმწიფო გადატრიალება ისევ და ისევ საზოგადოების მიერ დაშვებული შეცდომისა და გამსახურდიას გაბელადების და ამ ბელადის არაადეკვატური საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგი იყო.

კი მაგრამ ვინ იყო ჭანტურია მაშინ? რა წონას წარმოადგენდა ახალგაზრდა ჭანტურია მაშინ როცა მაგაზე მდიდარი დისიდენტური წარსულის მქონე პოლიტიკოსებით იყო სავსე ეროვნული მოძრაობა??? ჭანტურია იყო მაშინ იგივე ალასანია დღეს... გამოუცდელი პოლიტიკოსი!

პოლიტიკოსი იყო რაც მთავარია და არა რადიკალური ნაციონალიზმის ბაცილით დაავადებული ადამიანი. მაგაზე წონიანი დისიდენტი რომ დასვა საზოგადოებამ ბელადად იმიტომ იმკის 90-იანი წლების შედეგებს დღემდე..

გინდა თქვა რომ რუსები ჭანტურიას გადატრიალებას არ მოუწყობდნენ???

და ის კიდევ არავინმა არ იცის ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში თუ თვით ჭანტურიაც კი როგორ აუშვებდა აფრებს... მაგის გარანტიას იძლევი შენ რომ ჭანტურიას ოფოფები არ აღმოაჩნდებოდა???

მე მხოლოდ იმის გარანტიას ვიძლევი რომ თუ საზოგადოება საკუთარ თავს და საკუთარ შეცდომებს არ ჩაუღრმავდება თავსაც დაიღუპავს და ქვეყანასაც.

 

რუსები ვერავის ვერაფერს ვერ მოუწყობდნენ ვაშIნგტონის ნებართვისა და მითითების გარეშე და შესაბამისად არც ჭანტურიას გადატრიალება გახდებოდა საჭირო. თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთის ერთ ერთი არარიგითი გავლენის აგენტი იყო და არაადეკვატური საგარეო პოლიტიკით ქვეყანას იზოლირებამდე არ მიიყვანდა. ბოლო ბოლო არც ბუშს მოუკითხავდა დედის ძველბს და არც ელცინს.. დიპლომატიის ენას მაინც ფლობდა ბევრზე უკეთესად ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ხელოვნური სახელმწიფო რუსების მონობის დროს იყო

 

ეხლა არის განვითარებადი ევროპისკენ მიმავალი დამოუკდებელი სახელმწიფო

რომელიც აღარავის არარ დაემონება მითუმეტეს რუსებს

რუსეთის დებილი დედაც მოვდღან ფრიდრიხ, რუსეთზე ხომ არ ვლაპარაკობ, იმის იქით გზა ქონიათ ..

 

საქართველო კი სახელმწიფო სამწუხაროდ არასდროს ყოფილა და მისი სახელმწიფოებრიობის დღევანდელი ნიშნებიც თავიდან ბოლომდე გარე ძალების დამსახურებაა ..

 

სიმართლე უნდა დავინახოთ, შევეცადოთ მაინც თორე ვერაფერს ვერ და არ შევცვლით ...

 

Marta1

უი, ჭანტურიაო, ეგ იყო თუ იყო ულტრანაციონალისტი, წესდებაში ედეპეს ეწერა სწორედ ,,საქართველო ქართველებისტვისო".

ჭანტურია მაგალითისთვის მოვიყვანე მარტა, გინდა თუ არა ედეპეშნიკები უნდა მოსულიყვნენ მეთქი არ ვამბობ, არჩევანი არსებობდა მეთქი მაგას გაუსვი უბრალოდ ხაზი.

 

რაც შეეხება "საქართველო ქართველებს" და არ ვიცი ედეპეს წესდებაში რა ეწერა და ეწერა თუ არა ეგ საერთოდ მაგრამ ჭანტურიას საჯარო გამოსვლები მისი როგორც პოლიტიკოსის რადიკალურ ნაციონალიზმზე არ მიანიშნებდა. როგორც მინიმუმ პოლიტიკოსი იყო და ფიქრობდა და ხვდებოდა იმას თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა ნაციონალიზმის ბაცილის გაღვივება ..

 

საზოგადოება, ანუ ელიტა, ავტორიტეტები, კი მართლა უზნეო და კლანისტურ-კორუმპირებული გვყავდა ესესერში ყველაზე უფრო მაგარი. აბა ეს საქმე იყო, იურიდიულზე და სამედიცინოზე ვერ ჩააბარებდი ქრთამის გარეშე, ვერც სხვა ინსტიტუტებში უპატრონოდ,

როცა სხვა რესპუბლიკებში ასე არ იყო, არც რუსეთში სხვათაშორის.

რაც გვჭირს, ისევ ჩვენი თავისგან და აღზრდისგან, უინტელექტო ხალხი რომ წავისვით ყველა დროში თავზე. ახლაც იგივე არ არის?

საზოგადოება განსაზღვრავს ელიტის რაობას და ამდენად სწორედ საზოგადოებას ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა ბოლო 20 წლის წარუმატებლობებზე, რადგან ადეკვატური გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები არ ქონდა.

 

არც დღეს აქვს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...