ლ ი ც ი Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 რომ იცოდეთ რამდენჯერ დავიწყე ამ თემის პოსტვა...ის კი არა, ერთხელ "მოვაყომარე" კიდეც, მაგრამ არ დამიპოსტია, რაღაც მბორკავდა, დავწერდი, გადავიკითხავდი და ვშლიდი- დაკარგულ სამშობლოზე მინდა გელაპარაკოთ. რავი, დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც მივიყვან საქმეს ბოლომდე.ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე, შენი იმედით ვიწყებ და ...ხელი მომიმართე როდესაც უგზო -უკვლოდ დაკარგულ საქართველოს ვიხსენებ, მაშინვე გურამ ოდიშარიას პიესიდან "კატერების ნავსადგური" მითოლოგიური პასაჟი მახსენდება :-"ერთ ფრინველს ორი თავი ჰქონდა, ერთი სხეული. ერთ დღეს მისმა თავებმა ერთმანეთი შეიძულეს და ერთიმეორის ჯიბრზე ქვების ყლაპვა დაიწყეს. ორი თავი კი ჰქონდა ფრინველს, მაგრამ კუჭი ჰქონდა ერთი და მოკლედ, იმ მოძულე თავებმა ფრინველი შეიწირეს". ასე მოვიძულეთ ჩვენც ერთმანეთი, ასე გადავაყოლეთ ჩვენს ამბიციებს და პირად კეთილდღეობას ჩვენი ქვეყანა. არადა მაინც ჯიუტად ვეძებ ჩემს დაკარგულ სამშობლოს, მაგრამ რასაც ვხედავ სულ სხვა ქვეყანაა და სულ სხვა სახელი ჰქვია მას...მე კი ძველ საქართველოში მინდა დაბრუნება, მაგრამ ვაი რომ არ არსებულში დაბრუნება შეუძლებელია. ჩემი საქართველი დიდი ხანია გარდაიცვალა!...ხანდახან მინდა ნეკროლოგი გავგზავნო გაზეთში "გარდაიცვალა ჩემი სამშობლო, პანაშვიდი და დასაფლავება არ შედგება, რადგან ცხედარი გამთენიისას გაიპარა" ...დიახთ, ნამდვილად ასეა, საქართველო გაიპარა საქართველოდან . გაიპარა იქ, სადაც არც ტერიტორიალური მთლიანობის პრობლემები არსებობს და არც დამოუკიდებლობის. იქ ჰარმონია და სიმშვიდეა ალბათ. მაგრამ რავიცი რავიცი...სადაც ქართველია იქ სიმშვიდე და ჰარმონია როგორ იქნება? გამორიცხულია! სადაც ქართველი ფეხს დაადგავს იქ აუცილებლად მოიკიდებს ფეხს სიხარბე, შური, სიძულვილი, ბოღმა, ფარისევლობა, სასწაული პროვინციალიზმი, გამოკრეტინებამდე მისული ეგოიზმი. ასეა ეს, ჩვენ უბედურები იმიტომ კი არ ვართ, რომ რუსები არიან ცუდები, ჩვენ არ ვართ ისეთი კარგები, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერი გავხადოთ. პრეტენზია გვაქვს დიდი ტრადიციების ერი გვერქვას, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ოცნება მაძღარი მონობაა მხოლოდ. ვცდები? არა, არ ვცდები, რამეთუ ჩვენ თანახმა ვართ ვიყოთ ცუდები, ოღონდ კარგად ვიცხოვროთ. ჩვენ თანახმა ვართ ვიყოთ მორჩილი, ოღონდ მაძღრად ვიყოთ. ჰოდა, ჩემო კარგებო, როდესაც ყველაფერზე თანახმა ხარ , არ შეიძლება იყო კარგად, რადგან ყველაფერზე თანხმობა მონობას ნიშნავს. მოკლედ, უზერებო, სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ლ ი ც ი სამშობლო დაკარგე? მეც. იქნებ მოგვეძებნა ერთად არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 მოიშორეთ გულიდამ ეს დარდები მალე ყველაფერი კარგად იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ლ ი ც ი სამშობლო დაკარგე? მეც. იქნებ მოგვეძებნა ერთად არა?mogzauri კი ბატონო რას იტყვი, ალბათ ძალიან ცუდ ხასიათზე იყო ღმერთი ქართველს რომ ძერწავდა , არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mogzauri Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ღმერთი ქართველს რომ ძერწავდაეტყობა მაგარი პახმელია იყო! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ლ ი ც ი მოკლედ, უზერებო, სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო?ვერ დაგეთანხმები, რომ სამშობლო დავკარგეთ, თქვენ რომ დაკარგეთ უფრო სწორედ (მე კი მართლა დავკარგე ჩემდა უნებურად). ვერ დაგეთანხმები, რადგან არ შეიძლება თანამედროვე ქართულ საზოგადოებას დაეკარგა ის, რაც არასდროს ქონია. საზოგადოებამ, საზოგადოების ძალიან ბევრმა წევრმა, საკუთარ თავში ადამიანი-სული დაკარგა პირველ რიგში, უსულოდ დარჩენილს კი აღარც სამშობლოს განცდა აწუხებს, აღარც მოყვასის სიყვარული და აღარც სიკეთის რწმენა. ეს არის თავი და თავი ყველაფრის და ვგოენებ რომ შენი პირველი პოსტიც ამას გულისხმობს, თორე სამშობლო, როგორც დაბადების ადგილი არ დაგვიკარგავს და ვერც ვერასდროს დავკარგავთ ვიდრე სიკვდილამდე. ის არის საკითხავი საკუთარ თავში ადამიანს-სულს-სამშობლოს განცდას როგორ ან როდის დააბრუნებს საზოგადოება, მაგრამ მორალისტობას არ ვაპირებ და ერთს ვიტყვი მხოლოდ რომ ამაზე პასუხი მე კი არა მამაზეციერმაც არ იცის ალბათ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 (edited) მეც დიდი ხანი ვფიქრობდი პასუხზე რამაზ.მართლა დიდი ხანი. ხან აქეთ ვეცი, ხან იქით. ხან ფილოსოფიის ჭიას დავემგზავრე, ხან კლიო ვიხმე, ღმერთიც გამახსენდა, სიყვარულიც, განათლებაც, 100 000 წმინდა მოწამეც და კონსტანტინე მირზაც, მაგრამ ამის მეტი "უკეთესი" ვერაფერი დავასკვენი რასაც ქვემოთ ნახავ. არ კი გეწყინოს, მაგრამ ვერ დაგამშვიდებ ვერც შენ და ვერც საკუთარ თავს... http://api.ning.com/files/p7O58bDGA2NApQWivao1HwqWrRbVZTOW8uiL1QeHF6yB4v3bipqrgtOf6EqQwoKH/WorldDividedAssMap.jpg Edited April 30, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ლ ი ც ი მოკლედ, უზერებო, სად უნდა ვეძებოთ და როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული სამშობლო?აქ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 მეც დიდი ხანი ვფიქრობდი პასუხზე რამაზ.მართლა დიდი ხანი. ხან აქეთ ვეცი, ხან იქით. ხან ფილოსოფიის ჭიას დავემგზავრე, ხან კლიო ვიხმე, ღმერთიც გამახსენდა, სიყვარულიც, განათლებაც, 100 000 წმინდა მოწამეც და კონსტანტინე მირზაც, მაგრამ ამის მეტი "უკეთესი" ვერაფერი დავასკვენი რასაც ქვემოთ ნახავ. არ კი გეწყინოს, მაგრამ ვერ დაგამშვიდებ ვერც შენ და ვერც საკუთარ თავსanalgin არ მეწყინება, ჩემო ირაკლი, რამეთუ სიმართლესთან ძალიან ახლოსაა ერ დაგეთანხმები, რომ სამშობლო დავკარგეთ, თქვენ რომ დაკარგეთ უფრო სწორედ (მე კი მართლა დავკარგე ჩემდა უნებურად). ვერ დაგეთანხმები, რადგან არ შეიძლება თანამედროვე ქართულ საზოგადოებას დაეკარგა ის, რაც არასდროს ქონია. საზოგადოებამ, საზოგადოების ძალიან ბევრმა წევრმა, საკუთარ თავში ადამიანი-სული დაკარგა პირველ რიგში, უსულოდ დარჩენილს კი აღარც სამშობლოს განცდა აწუხებს, აღარც მოყვასის სიყვარული და აღარც სიკეთის რწმენა. ეს არის თავი და თავი ყველაფრის და ვგოენებ რომ შენი პირველი პოსტიც ამას გულისხმობს, თორე სამშობლო, როგორც დაბადების ადგილი არ დაგვიკარგავს და ვერც ვერასდროს დავკარგავთ ვიდრე სიკვდილამდე. ის არის საკითხავი საკუთარ თავში ადამიანს-სულს-სამშობლოს განცდას როგორ ან როდის დააბრუნებს საზოგადოება, მაგრამ მორალისტობას არ ვაპირებ და ერთს ვიტყვი მხოლოდ რომ ამაზე პასუხი მე კი არა მამაზეციერმაც არ იცის ალბათ..asds კარგი პოსტია ძალიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zen Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 საქართველო ტრ*შია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ახლოსაა ამ ტრ*დან გამოსვლასთან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე (როცა მაგრად გენძრევა, მეორე შანსი გეძლევა) მთავარია ბოლო ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ყველაზე რთულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 zen მთავარია ბოლო ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ყველაზე რთულია.რუსეთთან ჩახუტება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 რუსეთთან ჩახუტება?newstudio სად zen-ი და სად რუსეთი, ამერიკასთან ჩახუტებაზე უბნობს ალბათ :036: ჰეი, ვღადაობ, არ გეწყინოს , zen :036: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ლიცი - ისევ ებრძვი ქარის წისქვილებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted April 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ლიცი - ისევ ებრძვი ქარის წისქვილებს?dariala მე მაპატიე,ჩემო კარგო, რადგანდასაბამიდან-ასე ვიბრძვი!...როგორც მახსოვს შენი სურათები ვნახე და დავეეეეეციიიიი :036::036: :036: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 ხომ არაფერი იტკინე? :036:რომელი სურათები, ჩემი გადაღებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.