Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პუერტო-რიკო, შესაძლოა, აშშ-ს გამოეყოს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images114.jpegაშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ არქიპელაგ პუერტო_რიკოს პოლიტიკური სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების კანონპროექტი მიიღო.

 

 

თუ კანონპროექტს სენატი მიიღებს, პუერტო_რიკოს 4 მილიონიანმა მოსახლეობამ ამ სახელმწიფო წარმონაქმნის პოლიტიკური მოწყობილობა რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტოს.

 

 

პლებისციტის ჩატარება მეორე ეტაპად იგეგმება. პირველ ტურში ამომრჩევლები პუერტო_რიკოს ახლანდელი პოლიტიკური სტატუსის შეცვლაზე იმსჯელებენ. თუ უმრავლესობა არქიპელაგის ახლანდელ მდგომარეობის შეცვლას მისცემს ხმას, მეორე ტური დაინიშნება.

 

 

მეორე ეტაპის მსვლელობისას ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ მომავალი სახელმწიფო მოწყობის მოდელი 4 დან ერთი შეარჩიონ. ესენია: აშშ შემადგენლობაში ავტონომია, აშშ შტატი, აშშ მოკავშირე სუვერენული ასოცირებული სახელმწიფო და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმეტესობა პუერტო_რიკოს ამერიკის შტატად ყოფნას ამჯობინებს, გადაწყვეტილება დასამტკიცებლად უკვე აშშ კონგრესს გადაეგზავნება.

 

 

პუერტო რიკო ამერიკის შემადგენლობაში 1898 წლიდან შედის, 1947 წლამდე ის ფაქტიურად კოლონია იყო. 1952 წლიდან პუერტორიკო საკუთარ გუბენატორს ირჩევს თუმცა მართველობის საკითხთა უმრავლესობა მაინც აშშ მთავრობის კომპეტენციაშია.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...