planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2009120126011.jpgიძულებითი აუქციონის ჩატარების წესებს სავარაუდოდ, იუსტიციის მინისტრი დაადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ” კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება. დეპუტატ ლაშა თორდიას ინიციატივით, იძულებითი აუქციონის ჩატარების წესი უკვე არა კანონით, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. კერძოდ, იუსტიციის მინისტრი დაადგენს იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს. კანონპროექტით, შემოდის იძულებითი აუქციონის ელექტრონული ფორმით, ე.წ. ონლაინ აუქციონის ჩატარების პრინციპი. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts