planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images115.jpegპარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი 3-7 მაისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით მონაწილეობას მიიღებს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც ლონდონსა და მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება. ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ წერეთლის აპარატიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მისიის შემადგენლობა საკმაოდ მცირერიცხოვანია, ის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრებისაგან არის დაკომპლექტებული და მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი ხელმძღვანელობს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური სადამკვირვებლო მისია 3,4,5 მაისს გამართავს შეხვედრებს სამივე (ლეიბორისტული, ლიბერალურ-დემოკრატიული, კონსერვატული) პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წევრებთან, 6 მაისს განახორცილებს არჩევნებზე დაკვირვებას, ხოლო 7 მაისს გამართავს შემაჯამებელ პრეს-კონფერენციას ლონდონში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts