Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ცესკო-ში კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოიწურა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images116.jpegდღეს, 18:00 საათზე ცესკო-ში რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ თბილისის მერობის კანდიდატების, ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების, ასევე თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად, ცესკო-სთვის პარტიული სიების და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ში სულ 14 პოლიტიკური პარტია და თბილისის მერობის 9 კანდიდატია დარეგისტრირებული.

 

 

თბილისის მერობის მსურველები, ნიკოლოზ ივანიშვილი – “ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები”, დავით იაკობიძე- “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”, ზვიად ძიძიგური – ,,ეროვნული საბჭო”, გიორგი უგულავა -,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, გიორგი ლაღიძე – პოლიტიკური გაერთიანება ,,მომავალი საქართველო”, გიორგი თოფაძე – ,,თოფაძე – მრეწველები”, გიორგი ჭანტურია – „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“, თამაზ ვაშაძე – პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობა“ და ირაკლი ალასანია – “ალიანსი საქართველოსთვის” არიან.

 

 

ცესკო-ში, თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობისთვის, სულ 14-მა პარტიამ წარმოადგინა პარტიული სია. ეს პარტიებია:

 

 

”თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”, პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა”, “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”, პოლიტიკური პარტია ”მომავალი საქართველო”, პოლიტიკური მოძრაობა ”სოლიდარობა”, პოლიტიკური გაერთიანება ,,ივანიშვილი – სახალხო დემოკრატები”, პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლება”,

პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს სპორტსმენთა კავშირი”,

,,თოფაძე – მრეწველები”, “ალიანსი საქართველოსთვის – ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი”, ,,ეროვნული საბჭო”, ”გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული

გაერთიანება”, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი”, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

 

 

განაცხადების წარდგენის შემდეგ, მოხდება პარტიათა გადამოწმება და ცესკო რეგისტრაციაში მათ კანონით დადგენილ ვადებში გაატარებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველოს არჩევნები საქართველოში 30 მაისს ჩატარდება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...