planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/preview11.jpegმსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით საპყრობილეს 6 მაისისთვის 18 პატიმარი დატოვებს. შეწყალებულთაგან ერთი ქალბატონია, 2 კი ტუბერკულოზით დავავადებული მსჯავრდებულია. კომისიის წევრის გიორგი მაკასარიშვილის განცხადებით, ისინი უახლოეს დღეებში მიმართავენ სასამართლოს. “უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს და იმედს გამოვთქვავთ, რომ გიორგობას მსჯავრდებულები სახლში შეხვდებიან”,- განაცხადა მაკასარიშვილმა. ე.წ. უდოს კომისიის წევრი ეკა ხერხეულიძე კი იმედოვნებს, რომ სასამართლო მსაჯვრედბულთა მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს და ამით მათ გიორგობის დღესასწაულზე ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი მიეცემათ. ე.წ. უდოს კომისია ხელახლა დაახლოებით 1 თვეში შეიკრიბება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts