Jump to content
Planeta.Ge

126 ადგილი პრესის თავისუფლების ხარისხში


Recommended Posts

პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველო 126-ე ადგილზეა

[ინტერპრესნიუსი][br>Freedom House-მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების რეიტინგი “პრესის თავისუფლება -2010” გამოაქვეყნა.

 

საქართველო, ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად, 126-ე ადგილს ინაწილებს (რეიტინგი 59) და მინიჭებული აქვს ნაწილობრივ თავისუფალის (partly free) სტატუსი.

 

მსოფლიოში პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხია ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვედეთში (ამ ქვეყნების რეიტინგია - 10). პირველ ათეულში შედიან, ასევე, დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ანდორა, შვეიცარია, ლიხტეშტეინი. ამ ქვეყნებს მინიჭებული აქვთ თავისუფალის (free) სტატუსი.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სიაში პირველია ესტონეთი, რომელიც, გერმანიასთან ერთად, მე-19 ადგილს ინაწილებს (რეიტინგი 17) და მინიჭებული აქვს თავისუფალის სტატუსი. შემდეგ მოდიან ჩეხეთი, რომელიც, ასევე, თავისუფალი პრესის ქვეყნად ითვლება და 24-ე ადგილს აშშ-სთან ერთად იყოფს. სომხეთს 146-ე ადგილზეა (რეიტინგი 66), ხოლო აზერბაიჯანი 172-ე - ადგილზე (რეიტინგი 78). ორივე ქვეყანას არათავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

რაც შეეხება რუსეთს, სიაში 175-ე ადგილზეა გამბიასთან ერთად (რეიტინგში 81) და არათავისუფალის სტატუსით (not free) სარგებლობს. სიაში ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა.

 

რეიტინგში სულ 196 ქვეყანა მოხვდა. აქედან თავისუფალის სტატუსი მნიჭებული აქვს 69 ქვეყნას (35%), ნაწილობრივ თავისუფალის 64-ს (33%) და არა თავისუაფლის 63-ს (32%).

 

ანგარიშის პრესრელიზში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხი წინა წელთან შედარებით შემცირდა. ყოველი ექვსი ადამინიდან მხოლოდ ერთი ცხოვრობს თავისუფალი პრესის ქვეყნაში.

 

პრესის თავისუფლების ხარისხი, ძირითადად, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაუარესდა. ერთადერთი, სადაც პრესის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესდა, აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონია.

 

ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნულია, რომ ჩინეთში, რუსეთში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში მედიის მუშაობაში სახელმწიფო სისტემატურა ერევა.

 

პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზე უარესი ვითარება შემდეგ ქვეყნებში - ბელორუსი, ბირმა, კუბა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ირანი, ლივია, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი და უზბეკეთი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქ პრესის თავისუფლების ხარისხი საერთოდ არ არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Freedom House: საქართველო ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად რჩება

სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 იან.'10 / 14:38

Share/Save/Bookmark

 

საქართველო ”ნაწილობრივ თავისუფალ” და ”არაარჩევით დემოკრატიად” რჩება, ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიურ კვლევაში, “თავისუფლება მსოფლიოში”, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა და რომელიც 2009 წელს მომხდარ მოვლენებს მოიცავს.

 

სტატუსის განსაზღვრა ”თავისუფალ”, ”ნაწილობრივ თავისუფალ” ან ”არათავისუფალ” ქვეყნებად ხდება პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიების საფუძველზე. საქართველოს ქულამ ამ ორივე კატეგორიაში 2008 წლის მსგავსად, 2009-შიც 4 შეადგინა.

 

პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების ქულები გაანგარიშებულია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 თავისუფლების ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებელია, ხოლო 7 - ყველაზე დაბალის.

 

საქართველოს მაჩვენებელი ამ ორივე კატეგორიაში 2007 წლის ამსახველ მოხსენებაში გაუარესდა 3 ქულიდან 4-მდე, რაც 2007 წლის ნოემბერში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

 

Freedom House-მა საქართველო არჩევითი დემოკრატიის მქონე ქვეყანათა სიიდან 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოიღო, რის შესახებაც ორგანიზაციის იმ მოხსენებაშია საუბარი, რომელიც 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს მოიცავს.

 

Freedom House-მა თავის კვლევაში ასევე შეიყვანა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ”სადავო ტერიტორიების” კატეგორიაში. წინა წლის კვლევის მსგავსად, აფხაზეთს კვლავაც ”ნახევრად თავისუფალი”, ხოლო სამხრეთ ოსეთს ”არათავისუფალი” სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ამავე თემაზე

 

Freedom House: საქართველოშო დემოკრატიის ხარისხი დაეცა

Freedom House: საქართველო არჩევითი დემოკრატიების რიგებს ტოვებს

Freedom House: ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა

Freedom House: თავისუფლების ხარისხი საქართველოში გაუარესდა

 

http://www.civil.ge/geo/article.php?id=22219

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიცი აბა... პრესა ნაღდად თავისუფალი ამ ქვეყანაში, გიჟი თავისუფალიას პონტში...... თვითშეზღუდვა კი რამდენიც გინდა იმდენია, მარა ამაში თლათ ხელსიუფლებსი ბრალეულობა არაა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილი: მედიის თავისუფლებაზე გამოთქმული პრეტენზიები ”სისულელეა”

სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აპრ.'10 / 00:06

 

”რაც შეეხება პრესის თავისუფლებას[თან დაკავშირებულ პრეტენზიებს], ეს სრული სისულელეა; ეს [ბრალდებები] ძირითადად გულუბრყვილო უცხოელებისთვის კეთდება; ეს არის კლიშე, რომელიც კარგად საღდება, მათ შორის თქვენი [რადიო] სადგურისთვისაც,” მიმართა მან რადიო ”თავისუფლების” პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ჯეფრი გედმინს.

 

http://www.civil.ge/geo/article.php?id=22639

 

machkatela

რა ვიცი აბა... პრესა ნაღდად თავისუფალი ამ ქვეყანაში, გიჟი თავისუფალიას პონტში...... თვითშეზღუდვა კი რამდენიც გინდა იმდენია, მარა ამაში თლათ ხელსიუფლებსი ბრალეულობა არაა

აბა მოელანდათ?

 

მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ელექტრონულ მედიაზეა გაკეტებული აქცენტი

დამეთანხმე, რომ, ბეჭვდით მედიაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი ქვეყნის მთელ მოსახლეობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველო 126-ე ადგილზეა

თავისუფალი პრესა რომ გდომებოდათ მანდედან გასაქცევად არ გამიხდებოდა საქმე :*

არც სხვა მოწოდებით, ცოდნითა და განათლებით ჟურნალისტებს მოუწევდათ გაქცევა ან პროფესიაზე უარის იძულებით თქმა ...

 

ასე რომა და რაც უნდოდა და რაც დაიმსახურა ის მიიღო და იმას იღებს ყველაფრის ან თითქმის ყველაფრის ფეხებზე მკიდია ქართული საზოგადოება...

 

იყავით ეხლა ერორების და ფსევდო ჟურნალუგების იმედზე ...

 

ფაიზაღს ვუბნობ რა უეჭველსკი http://s17.rimg.info/c37cdd4a9ffd03e550b74c029dedde33.gif

 

 

 

http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბეჭდური მედია კია თავისუფალი, მაგრამ სიძვირის გამო ბევრისთვის მიუწვდომელია. ეს თავისთავად გულისხმობს შეზღუდვას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თავისუფლების სახლს

 

არ ვენდობი არ არის გამორიცხული რომ მოსყიდულები იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ

 

ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს საინფორმაციო და ცივი ომი

 

ჩვენი იარაღი რუსეთის წინააღმდეგ არის დემოკრატია (როგორც პრეზიდენტმა განაცხადა) ხოლო რუსეთს აწყობს რომ წარმოაჩინოს ჩვენთან არადემოკრატიულობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ბეჭდური მედია კია თავისუფალი, მაგრამ სიძვირის გამო ბევრისთვის მიუწვდომელია. ეს თავისთავად გულისხმობს შეზღუდვას.

რომელი ბეჭვდითი მედიაა თავისუფალი? და რაც მთავარია პროფესიონალებით დაკომპლექტებული?

 

ჯე კიდევ სააგენტო არ მქონდა გაკეთებული როცა ერთ ერთი წამყვანი გაზეთის მთავარმა რედაქტორმა რა მითხრა იცი? რა და ჩემთვის მთავარია გაზეთი გავყიდო და ფული გავაკეთოო და ხალხის რა დონეზე ინფორმირება მოხდება პროცესში ნაკლებად მაღელვებსო... ამ გაზეთს დღემდე დამოუკიდებლობაზე აქვს პრეტენზია ..

 

ეგეც არ იყოს და აგვისტოს ომის დროს რომელი რედაქცია გაწვდიდათ ხალხს ობიექტურ ინფორმაციებს და რომელი რედაქცია არ გადავიდა სააკაშვილის პროპაგანდის 100%ით ტირაჟირებაზე?

 

რეზონანსის მთავარი რედაქტორი ტუღუში იყო არა კავკასიის ეთერში რომ თქვა ჩემი გადაწყვეტილებით 3 თუ 4 დღით შევაჩერეთ საინფორმაციო სამსახურის მუშაობაო? მაგ ჩემისას ვინ მისცა ინფორმაციის მიღებაზე მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის უფლება?

 

რომელიღაც ფსვდო ოპოზიციის მხარდამჭერი რომ არის რომელიღაც ფსევდო ჟურნალისტი ან ფსევდო რედაქცია ეს სიტყვის თავისუფლებას არ ნიშნავს ... ნამდვილად არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

შენი პოზიცია გასაგებია, კიდევ კაი მოვძებნე და დაგიდე რა მრაძანა პრეზიდენტმა :*

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რომელი ბეჭვდითი მედიაა თავისუფალი? და რაც მთავარია პროფესიონალებით დაკომპლექტებული?

შიდა სამზარეულოებში არ ვარ ჩახედული, ვერ შეგედავები. მხედველობაში მაქვს ასავალ-დასავალი , ქრონიკა და პალიტრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

შიდა სამზარეულოებში არ ვარ ჩახედული, ვერ შეგედავები. მხედველობაში მაქვს ასავალ-დასავალი , ქრონიკა და პალიტრა.

მერწმუნე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკიდან ეგ რედაქციები იმდენად შორს არიან, რამდენადაც შენ ან მე საქართველოს იმპერატორობისგან ..

 

პოლიტკორექტულობას გამოვიჩენ და არ მივაფარ მოვაფარებ არც მაგ და არც სხვა ვითომ რედაქციებს მაგრამ მერწმუნე, რომ არა პოლიტიკური-კლანური "კრიშა" არცერთი მათგანი არ იარსებებდა .. არცერთი მათგანი.

 

თავისუფალი ჟურნალისტიკა კრიშებთან ვერ გუობს და ვერც ვერაფერ სხვასთან თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის გარდა ..

 

ბანალურ რამეს ვამბობ, მაგრამ ქართული მედიის რეალური მდგომარეობა კომპლექსური საუბრის შესაძლებლობას სამწუხაროდ არ იძლევა.. ჯერ ჟურნალისტიკის შინაარსი და რაობა ისწავლონ, მერე სათანადო განათლება მიიღონ სპეციალობის განხრით და მხოლოდ ამის შემდეგ დაარქვან საკუთარ თავს ჟურნალისტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არ მიმიწვდება ხელი მქონდეს სრული ინფორმაცია სარედაქციო სამუშაოებზე. კითხვადი გაზეთებია , ორთქლს გვაშვებინებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ასეულშიც არ შევდივართ?....რატომ არ მიკვირს? მარა რა დროს დემოკრატიაა...მტერი 40 კმ-შია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...