planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images107.jpegსაგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი იმ დამხარებისა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა გერმანული მხრიდან და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. ელჩმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts