planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/nika1-150x150.jpgპოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა, “შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური რეაბილიტაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა” წარმოადგინა. ივანიშვილი ხელისუფლებას შეზღუდული პასუხისმგებლობის პირთა დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მათ მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რაოდენობა 240 000 აჭარბებს, თუმცა მიუხედავად მათი რიცხოვნობისა მათი მოთხოვნილებები და საციცოცხლო ინტერესები უგულებელყოფილია. “შშპ დღეს ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელებით. მათთვის შეუძლებელია ნებისმიერ ორგანიზაციაში შესვლა რადგან არ არსებობს სპეციალური პანდუსები, რის დახმარებითაც ისინი შენობაში შევიდოდნენ”, _ აცხადებს ივანიშვილი. ივანიშვილი უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის ინვალიდის ეტლით ჭავჭავაძის გამზირზე გავიდა და ქუჩაზე გადასასვლელ ხიდთან მივიდა, რომელზე ასვლაც ეტლით პანდუსების არ ქონის გამო ვერაფრით მოახერხა. მისი თქმით, ასეთი პრობლემა ინვალიდებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ექმნებათ. მერობის კანდიდატს შემუშავებული აქვს შშპ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა, რომლის ერთ ერთი მთავარი ნაწილი მათი დასაქმებაა. “მე ვპირდები საზოგადოებას, რომ ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მერიის სხვადასხვა სამსახურებში დავასაქმებ შშ მქონე 15 ადამიანს, მოგვიანებით კი მათ რაოდენობას ყოველთვიურად გავზრდი”, _ აცხადებს ივანიშვილი. ივანიშვილი ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში შშპ სპეციალური ავტობუსის დანიშვნას გეგმავს, რომელიც მათ სახლიდან სამსახურში და უკან მიიყვანს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts