Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ნიკა გილაურმა ჯანდაცვის სფეროში რეფორმების შესახებ სახელმწიფოს ხედვა წარმოადგინა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images109.jpegსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების შესახებ სახელმწიფოს ხედვა და კონკრეტული გეგმა წარმოადგინა.

 

 

გილაურის განცხადებით რეფორმის მთავარი მიზანია მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველოფა, რომელიც მოსახლეობისთვის მისაწვდომი იქნება.

 

 

“რეფორმის მთავარი მიზანი არის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც მისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. ანუ, ერთის მხრივ უნდა არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების კლინიკები და საავადმყოფოები, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური ექიმებით, მეორეს მხრივ უნდა გვყავდეს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვეული მოსახლეობა, ხოლო შუაში უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი მედიატორის სამსახური, რომელიც შეძლებს დაზღვეული მოსახლეობის, საავადმყოფოების და სადაზღვეო კომპანიებს შორის წარმოქმნილი დავების მოგვარებას”,- განაცხადა გილაურმა.

 

 

გილაურის თქმით, ერთ-ერთი კომპონენტი ჯანდაცვის რეფორმაში იყო 100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ვერ განხორციელდა და ფინანსური კრიზისის შედეგად ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი თანხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. გილაურის თქმით, ამ პროგრამის ჩავადრნა არ ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროში არაფერი გაკეთებულა.

 

 

“საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა და ბევრ წარმატებულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. სამი წლის წინ სულ 40 000 ადამიანი იყო დაზღვეული საქართველოში, დღეს ეს ციფრი 1.5 მლნ-მდეა გაზრდილი და მათ შორის დაზღვეულია 900 000-მდე ყველაზე უმწეო მოქალაქე, ყველა მასწავლებელი, პოლიციელი და ა.შ. უკანასკნელი ცვლილებების მიხედვით სადაზღვევო პაკეტში შევიდა ყველაზე ფართოდ მოხმარებული წამლების თანადაფინასების კომპონენტი”,- განაცხადა გილაურმა.

 

 

გილაურის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გადამზადდა 1200 ექიმი და 1300 ექთანი, აშენდა ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფოები, ჩამოყალიბდა მედიატორის სამსახური, შევიდა ძალაში წამლის კანონი, რომელმაც გაზარდა კონკურენცია წამლის ბაზარზე და შეამცირა ფასები წამლებზე.

 

 

“თუმცა ის რაც გაკეთდა არ არის საკმარისი და ამ ეტაპზე აუცილებელი იყო უფრო მეტი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს აშენება რეგიონებში და დედაქალაქში. ამიტომაც სახე ვუცვალეთ 100 საავადმყოფოს პროგრამას და ახალი ტენდერი ჩავატარეთ სადაზღვეო კომპანიებს შორის. აქამდე სადაზღვეო კომპანიები თითო-თითო წლით აზღვევდნენ 900 000 ყველაზე უმწეოს და ამაში სახელმწიფოდან იღებდნენ თითო დაზღვეულზე შესაბამის პრემიუმს. ორი პრობლემა არსებობდა – არ იყო საკმარისი რაოდენობა კარგი საავადმყოფოების და სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავდნენ ყოველწლიურად ე.წ. აკვიზიციაზე – ანუ მოსახლეობის მოზიდვაზე, რეკლამაზე. ახალი ტენდერის მიხედვით, რომელიც 10 დღის წინ ჩატარდა და უკვე გვაქვს შესაბამისი შედეგები, ეს ხარჯები განულდა ყოველ რაიონს ეყოლება შესაბამის გამარჯვებული კომპანია, რომელიც დააზღვევს იმ რაიონში მცხოვრებ ყველა უმწეოს 3 წლით. გამარჯვებული შეირჩა აუქციონის გზით. გამარჯვებულ კომპანიებს აქვთ ვალდებულება რაიონულ ცენტრებში ააშენონ ახალი, თანამედროვე საავადმყოფოები, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან რაიონებში”,- განაცხადა გილაურმა.

 

 

ჯამში ამ პერიოდში, სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენდება 46 საავადმყოფო 1100 ზე მეტი საწოლით. ასევე სახელმწიფომ უკვე განსაზღვრა საავადმყოფოების მინიმალური სტანდარტი და 2011 წლის 31 დეკემბრიდან ვერცერთი საავადმყოფო, რომელიც ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ვერ მიიღებს სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...