planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images110.jpegსაქართველოს პრემიერ–მინისტრიეს ნიკა გილაურის განცხადებით, კომპანია “ბლოკ ჯორჯიამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, რის გამოც მთავრობა ამ კომანიასთან წყვეტს ხელშეკრულებას და მას მართვაში გადაცემული საავადმყოფოები ჩამოერთმევა. გილაურმა დღეს, ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების შესახებ სახელმწიფოს ხედვა და კონკრეტული გეგმა წარმოადგინა. “აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო კომპანია “ბლოკ ჯორჯიამ”, რომელსაც უნდა აეშენებინა რამოდენიმე ათეული საავადმყოფო. მთავრობა ამ კომპანიასთან წყვეტს ხელშეკრულებას და ეს კომპანია დაჯარიმდება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მას ჩამოერთმევა მართვაში გადაცემული საავადმყოფოები თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. იქ სადაც კომპანიამ შეასრულა პირობები იყო ზუგდიდის საავადმყოფო, რომელიც მას დარჩება მართვაში და ასევე ექნება ვალდებულება ააშენოს ახალი საავადმყოფოები მესტიაში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, აბაშაში, მარტვილში და წყალტუბოში ამ საავადმყოფოებისთვის დაფინანსება კომპანიას უკვე გარანტირებული აქვს. აქაც მშენებლობები დაიწყება უახლოეს თვეებში და დასრულდება 2011 წლის ბოლომდე”,- განაცხადა გილაურმა. ამასთან გილაურის თქმით, ამ დღეებში ისრაელის სამედიცინო საინვესტიციო კომპანია “აიჰოპი” ხელს მოაწერს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ის საქართველოს 27 რაიონში ააშენებს საავადმყოფოების ქსელს 1000-მდე საწოლით. ეს არის თვისობრივად ახალი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კომპანიას გადაეცემა უძრავი ქონება მხოლოდ აუდიტორულად დამოწმებული წინასწარ განსაზღვრული ინვესტიციის განხორციელების შემდეგ. “რაც შეეხება თბილისს დედაქალაქი გეოგრაფიულად დავყავით ჰოსპიტალურ კლასტერებად და ზოგან სახელმწიფოს მეშვეობით, ზოგან კი კერძო სექტორის ძალისხმევით მთლიანად მოვიცავთ ქალაქს მაღალი დონის საავადმყოფოებით.ჯანდაცვის რეფორმა და ჰოსპიტალების მშენებლობა არ იქნება დამოკიდებული რომელიმე ერთი კომპანიის წარმატებაზე და დაფინასების მოპოვებაზე 10- მდე სადაზღვეო კომპანია ააშენებს 46 საავადმყოფოს რეგიონებში, “აიჰოპი” 27 რაიონში, “ბლოკ ჯორჯია” უკვე გარანტირებული დაფინანსებით 6 რაიონში ააშენებენ საავადმყოფოებს”,- განაცხადა გილაურმა. მისსივე განცხადებით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს საავადმყოფოს მშენებლობა ამბროლაურში, ხოლო UშAID აფინანსებს მშენებლობას ახალციხეში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში. გლობალ ფონდის დაფინანსებით აშენდება ინფექციური და შიდსის ცენტრი, სახელმწიფოს დაფინანსდებით რემონტდება რკინიგზა და ჟვანიას საავადმყოფოები, სადაც 14-მდე კლინიკა განთავსდება, კანადელები რესპუბლიკურში, კერძო ინვესტიციები ქართველი ბიზნესმენების ორთაჭალაში, არამიანცში და ა.შ.”,- ნათქვამია განცხადებაში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts