Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ივანიშვილი: „ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემები მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით შემაშფოთებელია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images111.jpeg“სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, „ფრიდომ ჰაუსის“ ქართული მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და მას შემაშფოთებელს უწოდებს.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს რომ საჭიროა გამოიცეს „პრესის თავისუფლების აქტი“, რომელიც კონსტიტუციაში არსებული ნორმების საკანონმდებლო საფუძველს გააძლიერებს.

 

 

“სახალხო დემოკრატების” ლიდერი, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის შედეგებს საქართველოსთვის კატასტროფულს და შემაშფოთებელს უწოდებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

 

 

„პასუხისმგებელი ამ შედეგებზე ხელისუფლებაა, რომელმაც არაფერი გააკეთა მედიის თავისუფლებისათვის, არცერთი ინიციატივა და საკანონმდებლო ნაბიჯი არ იქნა გადადგმული პრესაზე ზეწოლის ასაცილებლად. ხელისუფლება მედიის გაკონტროლებისა და დაქვემდებარებისათვის უხეშ ძალადობას ეწევა”_ აცხადებს ივანიშვილი.

 

 

“სახალხო დემოკრატების” განცხადებით, „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის ანგარიში სრულად ასახავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სამწუხარო რეალობას.

 

 

“მე და ჩემი პარტიის წარმომადგენლები, ადგილობრივი არჩევნების დამთავრებისთანავე ვაპირებთ, საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეთ პარლამენტში „პრესის თავისუფლების აქტით“, რომელიც მედიის გაძლიერებას როგორც პრესის, ასევე ჟურნალისტების უფლებების დაცვას მოემსახურება.“ _ დასძენს ივანიშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსმა” მედიის თავისუფლების შესახებ მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ საქართველომ ერთი საფეხურით აიწია, თუმცა ის მაინც “ნაწილობრივ თავისუფლად” მოიხსენიება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...