Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” აქციის მონაწილეებმა საკრებულოსთან გადაინაცვლეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images112.jpegმოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ, ირაკლი სესიაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, სოზარ სუბარმა და კახა კუკავამ ხუთპუნქტიანი მიმართვა შეიმუშავეს, რომელიც პირადად უნდა გადასცენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილსა და იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.

 

 

მიმართვა მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს: გათავისუფლდეს ყველა უკანონო პატიმარი, გადაიხედოს ყველა უკანონო პატიმრის საქმე, გამოცხადდეს ფართო ამინისტია ქალებისა და არასრულწლოვანებისთვის, გაუქმდეს სასჯელთა შეკრების პრინციპი და შეიცვალოს შთანთქმის პრინციპით, შეწყალების უფლებით ისარგებლოს ყველა პატიმარმა და შეწყალების კომიისიის მუშაობის პროცესი გახდეს გამჭვირვალე.

 

 

ამ წუთებში აქციამ პარლამენტის შენობიდან საკრებულოსთან გადაინაცვლა.

 

 

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს თავისუფლების მოედანს.

 

 

გადაკეტილია ყველა მიმდებარე ქუჩა.

 

 

აქცია დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

 

 

აღნიშნული მოთხოვნით აქციის გამართვა 6 მაისსაც იგეგმება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...