planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად. ანგარიში, სახელწოდებით „პრესის თავისუფლება 2010“, ასახავს მსოფლიოს 196 ქვეყნის მდგომარეობას 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. საქართველო, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, მართალია, ერთი ქულით დაწინაურდა, მაგრამ ის მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ „ნაწილობრივ“ არის თავისუფალი. ეს ანგარიში გამოქვეყნდა ზუსტად ორი დღის შემდეგ, რაც სააკაშვილმა 27 აპრილს ლოს ანჟელესში მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიური გლობალური კონფერენციაზე განაცხადა: „რაც შეეხება პრესის თავისუფლებას[თან დაკავშირებულ პრეტენზიებს], ეს სრული სისულელეა; ეს [ბრალდებები] ძირითადად გულუბრყვილო უცხოელებისთვის კეთდება; ეს არის კლიშე, რომელიც კარგად საღდება, მათ შორის თქვენი [რადიო] სადგურისთვისაც“, - მიმართა მან რადიო „თავისუფლების“ პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ჯეფრი გედმინს. გედმინი კონფერენციის იმ ნაწილის მოდერატორი იყო, რომელზეც სააკაშვილი გამოდიოდა სიტყვით. მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიური გლობალური კონფერენცია ლოს ანჟელესში 27 აპრილს გაიმართა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts