planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 „ალიანსი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ლიდერი ირაკლი ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ირაკლი ალასანიას საარჩევნო დოკუმენტაცია ცესკო-ში თბილისის ალიანსის ლიდერებმა თინა ხიდაშელმა, ზურაბ აბაშიძემ და მამუკა კაციტაძემ წარადგინეს. „ჩვენ დავარეგისტრირეთ როგორც ალიანსის მერობის კანდიდატი, ასევე – პარტიული სია. დღესვე დავასრულეთ მაჟორიტარების სიების შეტანა ყველა რეგიონში. ეს სია ყველაზე უფრო რეალური და გამარჯვებაზე ორიენტირებულია. ვერ მეტყვით ვერც ერთ სხვა დარეგისტრირებულ სიას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანების ასეთი ლაშქარი იქნება. ჩვენ გამარჯვებისკენ მივდივართ. 30 მაისს ჩვენ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, 31 მაისიდან კი – ქვეყანა“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის მდივანმა თინა ხიდაშელმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts