planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images98.jpegდღეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ფოტოგამოფენა “წეროვანის ფოტოდღიურები” გაიმართება. როგორც “ექსპრესნიუსს” სუბელიანის უწყებიდან აცნობეს, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი “წეროვანის ფოტოდღიურები” რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფოტო სესიების სერიას მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ფოტოგადაღებები ფოტოფირზე განხორციელდა და მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით ხელით დაიბეჭდა. გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება, სადაც 40 ფოტო გამოიფინება. ფოტოპროექტი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts