planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/tb_marioti01-150x150.jpgდღეს, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოსა და ჟენევაში განთავსებული იძულებით გადაადგილებულ პირთა მინიტორინგის ცენტრის ერთობლივი პროექტით გამოცემული წიგნის “მძიმე ტვირთი” პრეზენტაცია მოეწყო. წიგნში განთავსებულია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 13 ადამიანის ცხოვრებისეული ისტორია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ბესიკ წერედიანი. როგორც წერედიანმა აღნიშნა, მსგავსი გამოცემები ხელს შეუწყობს მსოფლიოსთვის დევნილთა პრობლემების გაცნობას. “დევნილთა პრობლემების არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზციებისთვის გაცნობის მიზნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქმიანობა გაააქტიურა. ვეძებთ ახალ გზებს, რათა დროულად მოგვარდეს თითოეული დევნილის პრობლემა. ამ წიგნის გამოცემაც სწორედ ამის დადასტურებაა,”- განაცხადა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ ბესიკ წერედიანმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts