planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images99.jpegიმერეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი ფერმერთა მომსახურების ცენტრი და რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ათასწლეულის ფონდის ინფორმაციით, ზესტაფონში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებითა და მომსახურებით უზრუნველყოფს. აქ მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ მინერალური სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები, ვეტერინარული პრეპარატები, სათესლე-სარგავი მასალა, აგრარული სამუშაო იარაღები და სხვა. აგრეთვე, მიიღონ ინფორმაცია გასაღების ბაზრებისა და ფასების შესახებ, გაიარონ კონსულტაციები სოფლის მეურნეობის საკითხებში. ზესტაფონის ფერმერთა მომსახურების ცენტრმა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 49 800 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 13 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 1 500-მდე ადგილობრივი ფერმერი კი არაპირდაპირ სარგებელს მიიღებს. ფარცხანაყანებში გაიხსნა რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ელვანი +“, რომელმაც აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 49 300 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხითა და ადგილობრივი მეწარმის თანადაფინანსებით დაარსდა მცირე მასშტაბიანი რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელშიც ხდება ორი ტიპის ყველის (სულგუნი და იმერული) და ნადუღის წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 11 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 25-მდე ადგილობრივმა ფერმერმა კი დამატებითი სარგებელი ჰპოვა. ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში, დღეისათვის, 286 პროექტია დამტკიცებული: პირველადი წარმოების, მცირე/საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16,2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, საქართველოს რეგიონებში 3 600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts