planetanews Posted April 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/statistic4-150x150.jpgსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-მარტში, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმპორტის ზრდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და 358 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 26,3%). აქედან, ექსპორტი 82 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი ექსპორტის 24,2%) შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 55%-ით მეტია, ხოლო იმპორტი – 276 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი იმპორტის 27,1%), რაც გასული წლის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია. დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 2010 წლის იანვარ-მარტში 429 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 31,6%). აქედან, ექსპორტი – 118 მლნ. აშშ დოლარია (მთლიანი ექსპორტის 34,8%), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 45%-ით აღემატება, ხოლო იმპორტი – 311 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 30,5%), რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9%-ით მეტი. 2010 წლის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი 65%-ს შეადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts