Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საარჩევნო კანონმდებლობაში 10 პუნქტის არ შეტანის შემთხვევაში ადვოკატები აქციებს გეგმავენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images100.jpegადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საარჩევნო კანონმდებლობაში 10 პუნქტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების მოწყობას გეგმავენ.

 

 

ამასთან დაკავშირებით დღეს, მერიის შენობის წინ ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს, რის შემდეგაც აქციების შესახებ განაცხადი მერიაში ოფიციალურად შეიტანეს.

 

 

როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში ამ ცვლილებას მიიღებენ, არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება.

 

 

“საარჩევნო კანონმდებლობაში ვითხოვთ 10 პუნქტის შეტანას, იმ შემთხვევაში თუ ეს ცვილებები განხორციელდება არჩევნების გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს 15:00 საათზე, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ვიწვევთ და თუ ვინმეს დასამატებელი ექნება რაიმე შესწორებები მათ გავითვალისწინებთ. ქვეყანაში არსებული საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება გამოიწვევს დიდ უბედურებას”,- განაცხადა ბაჭაპურიძემ.

 

 

ადვოკატების განცხადებით, თუ ეს ცვლილებები არ შესრულდება 7 მაისს პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყება. აქციები კი მათი განცხადებით იმ მიზნით დაიწყება, რომ ქვეყანაში უბედურება არ მოხდეს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...