Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გურჯაანში სამოქალაქო რეესტრს ახალი ოფისი გაიხსნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/images96.jpegსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კიდევ ერთი ახალგარემონტებული ოფისი დღეს გურჯაანში გაიხსნა.

 

 

ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის ტერიტორიული სამსახური ქალაქის ცენტრში, იოსებ ნონეშვილის გამზ. №13-ში განთავსდა.

 

 

„ახალი ოფისი, კომფორტული გარემოთი, წაახალისებს თანამშრომლებს და გაზრდის მათ შრომისუნარიანობას, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის მომსახურებაზე“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე ჯაბა ებანოიძემ.

 

 

ამ დრომდე გურჯაანში საპასპორტო და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურები სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული. ამიერიდან მოქალაქეები ერთსა და იმავე ადგილზე მიიღებენ დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, პასპორტებს და სხვა დოკუმენტებს.

 

 

გიორგი ვაშაძე: „ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების ამ ცენტრში მოქალაქეებს დოკუმენტების მიღება მარტივად შეუძლიათ. გურჯაანის ოფისის სარემონტო სამუშაოების დაფინანსებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამას (USAID)“.

 

 

ვაშაძის თქმით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო სხვადასხვა რაიონების მოსახლეობას სულ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

 

 

ოფისის სარემონტო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამსახური აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ავეჯით. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახური, ქალაქთან ერთად, 23 სოფელს ემსახურება. ამ სამსახურში დაცულია 11 საეკლესიო წიგნი, მათ შორის უძველესი 1900 წელს არის შედგენილი.

 

 

კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გიორგი სიბაშვილი: „მე მახსენდება ის დრო, როდესაც გურჯაანელები რიგებში იდგნენ ამა თუ იმ დოკუმენტის მისაღებად, ფიზიკურად არ იყო იმის საშუალება, რომ ხალხს ნორმალური მომსახურება მიეღო. დღეს ეს პრობლემა აღარ არსებობს“, – განაცხადა სიბაშვილმა.

 

 

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 83 ტერიტორიული სამსახური აქვს, აქედან 46 უკვე გარემონტებულია. ტერიტორიული ოფისების მოდერნიზაცია დონორი ორგანიზაციების, მათ შორის: აშშ-ის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მთავრობების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...