Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: „კაშხალი რომ დანგრეულიყო და იქ ხალხი დამხრჩვალიყო, ასეთი საშიშროება არ იყო“


Recommended Posts

მაინც რა ხდებოდა სოფელ ველისციხეში 22-27 აპრილს? ჭერემის წყალსატევიდან მოვარდნილი წყლის ტალღა მართლა წალეკავდა სოფელს ? ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა და საიტზე წერილი - „ნაციონალური პიარი მსხვერპლით“ - გამოაქვეყნა.

 

 

„სოფელს საფრთხე არ ემუქრებოდა. ჭერემის წყალსატევზე არსებული მდგომარეობა რომ საგანგაშო არ იყო, ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან საუბარში ერთ-ერთმა სპეციალისტმაც განაცხადა, რომელმაც ითხოვა, მისი ვინაობა საჯაროდ არ გამჟღავნებულიყო“.

 

 

....

 

 

„ამ ინფორმაციას „საქწყალპროექტის“ დირექტორი გეიდარ ფალავანიშვილიც ადასტურებს: „ისეთი ავარია, რომელიც წყალსატევიდან მთელი წყლის დაცლას და დასახლებული პუნქტის დაზიანებას გამოიწვევდა, არ შეიძლება მომხდარიყო. რასაც თქვენ სპეციალისტი გეუბნებათ, რომლის ვინაობის ანონიმურობასაც იცავთ, აბსოლუტურად სწორია. წყალსატევზე ჩვენი თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და მე ვიცი, რომ კაშხალი თავისი მდგომარეობით კარგ და მდგრად მდგომარეობაშია. დაზიანებული იყო მხოლოდ ზედმეტი წყლის გამშვები არხი. საერთოდ, კაშხალში შემოსული წყალი უნდა გადაიღვაროს, მაგრამ ბევრი წყალი მანდ ისედაც არ შედიოდა. ჭერმის ხევს აქვს ძალიან პატარა შენაკადი, საიდანაც წყალი შედის. დაზიანებულ ადგილზე წყალმა დაიწყო ჩარეცხვა, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ იყო. ისეთი რაღაც რომ კაშხალი დანგრეულიყო და იქ ხალხი დამხრჩვალიყო, ასეთი საშიშროება არ იყო“.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...