planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 დღეს „ახალი მემარჯვენეების“ ოფისში „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია გაიმართა. სია ოთხპარტიულია: რესპუბლიკელები, ახლები, თავისუფალი დემოკრატები და „საქართველოს გზა“. შესაბამისადაა დაჯგუფებული მთელი სიაც - ყოველ ოთხეულში ყველა პარტიას თავის წარმომადგენელი ჰყავს. პირველი ოთხეული ასეთია: თინა ხიდაშელი (რესპუბლიკელები), დავით საგანელიძე (ახლები), ზურაბ აბაშიძე (თავისუფალი დემოკრატები) და ნათელა მაჭავარიანი („საქართველოს გზა“). შემდეგ მოდიან: ვიქტორ დოლიძე (თავისუფალი დემოკრატები), დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკელები), ფიქრია ჩიხრაძე (ახლები), კახა სეთურიძე („საქართველოს გზა“), მამუკა კაციტაძე (ახლები), ალექსი პეტრიაშვილი (თავისუფალი დემოკრატები), სოფიო ხორგუანი (რესპუბლიკელები) და კობა კაშია („საქართველოს გზა“). სიაში 63 კანდიდატია. საარჩევნო სიაში არ არის სოზარ სუბარი, რომელმაც ალიანსის საერთო თანხმობით, მიიღო გადაწყვეტილება, არ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ამით სუბარი ერთგული რჩება მის მიერ გახმიანებული მოსაზრებისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა საერთო ოპოზიციურ კანდიდატს შესთავაზონ. „ჩვენ ვიბრძვით მერობისთვის, ვიბრძვით საკრებულოს უმრავლესობისათვის, ვიბრძვით ოპოზიციის გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. იგი აქტიურად აგრძელებს „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts