planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagapsh1-150x150.jpgაფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერი სერგეი ბაღაფში იმედოვნებს რომ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უახლოეს მომავალში უკრაინა და ბელარუსი აღიარებენ. ბაღაფშის განცხადებით ის უკრაინის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას “ფრთხლი ოპტიმიზმით” ეკიდება. “ჩვენთვის ზემნიშნელოვანია უკრაინის და ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარება“, – აღნიშნა ბაღაფშმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სტრასბურგში ყოფნისას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესაძლებლობაზე, განაცხდა, რომ ამ საკითხებში ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია და გაყინული კონფლიქტების ერთნაირი გზით გადაწყვეტის მომხრეა. “გაერომ უნდა შეიმუშავოს ერთიანი მიდგომა,როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის,ასევე კოსოვოს მიმართ”, – აღნიშნა იანუკოვიჩმა. 2008 წლის აგვისტოში იანუკოვიჩი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების აუცილებლობაზე საუბრობდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts