planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gavel_auction-150x150.gifსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ ხელმისაწვდომ გაზს, ჯამში ერთი მილიონი კუბური მეტრის მოცულობით. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათაო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეულში) არსებულ საზომ პუნქტში. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 მ3 გაზზე 200 აშშ დოლარიდან. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.აუქციონი 2010 წლის 5 მაისს გაიმართება. გამოცხადებული აუქციონი მეოთხეა, რაგდან მანამდე გამოცხადებული სამი განცხადებების არქონის გამო არ შედგა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts