Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - რუსთავში დღეს აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების მემორიალი გაიხსნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustavi1-150x150.jpgრუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში, დღეს აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების, ვახტანგ გზირიშვილისა და კახა თავგორაშვილის ხსოვნის მემორიალი გაიხსნა.

 

 

მემორიალის გახსნას ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ძიმჩეიშვილი, გუბერნატორის მოადგილე ზაქრო დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, ვახტანგ გორგასლის სახელობის მშენებარე ეკლესიის წინამძღვარი მამა მიქაელი და გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

მემორიალი საზიემოდ აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის შვილებმა გახსნეს.

 

 

გახსნისას თავდაცვის, განათლებისა და გუბერნატორის მოადგილეები და რუსთავის მე-7 საშუალო სკოლის დირექტორი სიტყვით გამოვიდნენ და ჯარისკაცების ღვაწლზე ისაუბრეს.

 

 

მამა მიქაელმა დალოცა მემორიალის ადგილზე შეკრებილი საზოგადოება.

 

 

შეგახსენებთ, რომ მამა მიქაელი ვარკეთილში იმ ეკლესიის წინამძღვარია, რომელიც გარდაცვლილ ჯარისკაცთა ხსოვნის სახელზე შენდება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...