Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საუკეთესო აეროპორტად აღიარეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Picture-022-150x150.jpgთბილისის საერთაშორისო აეროპორტმა საუკეთესო აეროპორტის ჯილდო მიიღო ნომინაციაში საუკეთესო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნებისა და რუსეთის მასშტაბით.

 

 

აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ახლადგანვითარებული ბაზრების აეროპორტების დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე ქ. დუბაიში 26 აპრილს, რომლის ორგანიზატორია მარკეტინგული კომპანია „არაბიან რიჩი“ ჯილდოები გადაეცათ აღმოსალეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და რუსეთის საუკეთესო აეროპორტებს 23 კატეგორიაში.

 

 

“აღნიშნული დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია წელს პირველად ჩატარდა და უკვე აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ღონისძიება ავიაციის სფეროში. საუკეთესო აეროპორტების გამოსავლენად მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნების, დესეთეს, რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ახლად განვითარებული ბაზრების აეროპორტები.

საუკეთესო აეროპორტების გამოვლენა 23 კატეგორიაში მოხდა აეროპორტების, ავიაციის, აერონაოსნობის, საჰაერო ტვირთებისა და საჰაერო ლოჯისტიკის სფეროებში მოღვაწე პროფესიონალების მიერ”,- ნათვამია პრეს-სამსახურის მერ გავცელებულ პრეს-რელიზში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიც შესაბამისად შეფასდა სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით თბილისის აეროპორტის ოპერირების ყველა ეტაპის შესწავლის საფუძველზე.

„ჩვენთვის დიდი პატივია საუკეთესო აეროპორტის ჯილდოს მიღება. ეს ჩვენ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლოდ და გვახარებს, რომ მოხდა ჩვენი დაუღალავი შრომის დაფასება, რაც ჩვენი და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგია. საქრთველოს მთავრობის ხელშეწყობითა და მათთან მჭიდრო ურთიერთობით ჩვენ მომავალშიც უფრო ნაყოფიერად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ორმხრივი თანამშრომლობით თბილისისა და ბათუმის აეროპორტები რეგიონის წამყვან საჰაერო და სატრანზიტო დერეფნად ვაქციოთ. ამ ჯილდოს მნიშვნელობა გვავალდებულებს მომავალშიც გავაუმჯობესოთ მომსახურება რომ კვლავ მივიღოთ მონაწილეობა მსგავსი დაჯილდოების ღონისძიებებში საერთაშორისო მასშტაბით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს რიგით პირველმა აეროპორტმა ესოდენ პრესტიჟული ჯილდო მიიღო და წარმოაჩინა თავი, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში დღესდღეობით მოქმედი საუკეთესო აეროპორტი. მიღებული ჯილდო ჩვენს სანდოობას კიდევ ერთხელ ადასტურებს და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების თვალში ჩვენს რეპუტაციას განუზომლად ზრდის,“ განაცხადა ტავ ჯორჯიას გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერკალმა.

 

 

ტავ ჯორჯია არის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია და ტავ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია. ტავ ჰოლდინგი აღნიშნულ ცერემონიაზე ასევე გახდა აეროპორტის საუკეთესო მენეჯმენტ კომპანიის ჯილდოს მფლობელი. ტავ ჰოლდინგი დღესდღეობით მართავს 10 საერთაშორისო აეროპორტს მსოფლიოს 4 ქვეყანაში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ჩათვლით.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...