Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეროვნული საბჭო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რევოლუციის სცენარით მოქმედებას არ გამორიცხავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/primer371-300x255.jpgწინასაარჩევნო ციებ-ცხელება საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო, თუმცა გაზაფხულზე პარტიებისა და კანდიდატების მხრიდან პოლიტიკურმა აქტივობამ უკვე პიკს მიაღწია.

 

 

აქტიურ ფაზაში შევიდა ეროვნული საბჭოს წინასაარჩევო კამპანიაც, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატად “კონსერვატორი” ზვიად ძიძიგური დაასახელა.

 

 

საბჭოს ლიდერები, სხვა ოპოზიციონერთა მსგავსად არა მარტო არჩევნებისათვის, არამედ მისი გაყალბების შემთხვევაში სამოქმედო სცენარისთვისაც ემზადებიან.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელი დიდი ხანია, ცხვირ_პირში მირტყმით თუ ხელის მოტეხვით ემუქრება ხელისუფლებას, თუმცა დღემდე მათი მხრიდან არ გაჟღერებულა რევოლუციის შესაძლო მოხდენის მცდელობის შესახებ. დღეს კი საბჭოს ლიდერისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის კობა დავითაშვილის განცხადებამ საზოგადოებას რევოლუციის მზადების შესახებ გაუჩინა ეჭვი.

 

 

რუსეთიდან დაბრუნებულმა დავითაშვილმა, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისათვის კარგად ნაცნობი სცენარის განვითარებაზე გააკეთა აქცენტი.

 

 

დავითაშვილი წინა არჩევნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ახლაც მარტო ადამიანთა მოსყიდვითა და კარუსელებით არ დაკმაყოფილდება და შესაძლოა მათ მიერ საარჩევნო უბნებზე შუქის გათიშვისა და ყუთის გატაცების ფაქტები კვლავ დაფიქსირდეს.

 

 

“თუკი ხელისუფლება ჩვეულ მეთოდებს მიმართავს, ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და იმ რადიკალურ ნაბიჯებს და სცენარს მივმართავთ, რომელიც მიშასთვის კარგად ნაცნობია და ერთხელ უკვე ერთად განვახორციელეთ”, _ აცხადებს კობა დავითაშვილი.

 

 

არჩევნებში მონაწილე პარტიათა უმრავლესობა ხელისუფლების მხრიდან არათუ უშვებს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას, არამედ დარწმუნებულიც კია ამასი. მიუხედავად ამისა ისინი მზად არიან, როგორც თავადვე მოიხსენიებენ “ყოვლად წარმოუდგენელი სარჩევნო გარემოს მიუხედავად” მონაწილეობა მიიღონ მოახლოებულ არჩევნებში.

 

 

თუმცა, საბჭოს ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, ქუჩაში გამოსვლა და რადიკალური ნაბიჯები მათი იდეაფიქსი სულაც არაა და ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდება 30 მაისის თვითმართველობის არჩევნები.

 

 

ცირა შერგელაშვილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...