planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ ლიდერ გიორგი თარგამაძისთვის ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ საარჩევნო სიაში სოზარ სუბარის არარსებობა ,,სიუპრიზი’’ აღმოჩნდა. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_484441-150x150.jpg განუცხადა, ალიანსის გადაწყვეტილებაზე თავად ვერ ისაუბრებს, თუმცა მისთვის სუბარის 30 მაისის არჩევნების სიაში არყოფნა გასაკვრი აღმოჩნდა. მისი თქმით, ოპოზიციური ფლანგის დასუსტება ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის ცუდი იქნება. ,,არცერთი ოპოზიციური ოპონენტის დასუსტების მომხრე არ ვარ’’, – აღნიშნა თარაგმაძემ. ამასთან, თარგამაძე ოპოზიციას ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ სიის პირველი ნომრის ინგა გრიგოლიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,გრიგოლია იქნება პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ის იქნება ადამიანი, რომელიც ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად შეასრულებს’’, – დასძინა თარგამაძემ. შეგახსენებთ, რომ ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ სიის პირველი ნომერი სოზარ სუბარი აღარ იქნება და სუბარი აღარც სიაში არის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts