Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საიამ ევროსასამართლოში გორში გარდაცვლილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის ოჯახის წევრების სახელით სარჩელი გააგზავნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia31-150x150.jpgმ პარტნიორ ორგანიზაციასთან Stichting Russian Justice Initiave-თან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა.

 

 

სარჩელი ეხება 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ტიპის იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვას, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაიჭრა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. სარჩელი გაიგზავნა დაღუპული ჰოლანდიელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის მეუღლის და შვილების, ასევე დაჭრილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის, ეროენ აკერმანსის და ისრაელის ჟურნალისტის, ცადოკ იეჩესკელის სახელით.

 

 

სარჩელი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა აბუაშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ სახელით, 30 განმცხადებლის სახელით გაიგზავნა.

 

 

ზემოთ აღნიშნული ორივე სარჩელით საია ასაჩივრებს განმცხადებელთა მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი), სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალებების (მე-13 მუხლის) და დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი) პრინციპის დარღვევას. იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სარჩელი იგივე ფაქტობრივ გარემოებებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ იდენტურ უფლებათა დარღვევას ეხება, საიამ ევროპულ სასამართლოს მიმართა თხოვნით, გააერთიანოს ორივე ზემოხსენებული სარჩელი.

 

 

2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ კასეტური იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვის ფაქტი დაადასტურა არაერთმა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, ჰოლანდიის მთავრობის საგამოძიებო მისიამ (Storimans Investigative Mission), Human Rights Watch-მა, Amnesty International-მა და საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო მისიამ (ტალიავინის კომისია).

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...