planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 ,,პაემანი ვერაზე” 30 წლის შემდეგ ისევ განახლდება. ძველი პროექტის ახლებური ვარიანტის პრეზენტაცია დღეს ,,პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში პრომოუტერმა http://www.epn.ge/wp-content/uploads/1064-150x150.jpg, რეჟისორმა ლევან წულაძემ, მწერალმა გიზო ნიშნიანიძემ და პროექტის პროდუსერებმა გამართეს. მათი განცხადებით, ეს არის პროექტი რომელიც 30 წლის შემდეგ აღსდგა და ძველ და ახალ თაობას გააერთიანებს. ახლებურ ვარიანტში რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იქნებიან დაკავებულები. ისინი წაიკითხავენ გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებას და გაცოცხლებენ იმ ძველ თბილისს, რომელიც ძველ თაობას ახსოვს. ძველი პროექტიდან გიზო ნიშნიანიძე და გივი ბერიკაშვილი მიიღებენ მონაწილობას. ხოლო ადამიანებს ვინც ამჟამად ცოცხლები აღარ არიან სპეციალური ეკრანის საშუალებით გაცოცხლებენ. ,,ეს იქნება ძველი და ახალი თაობის შეხვედრა. დამსწრე საზოგადოება წითელ ხალიჩაზე გაივლის და საჩუქრად გიზო ნიშნიანიძის წიგნი დახვდება, ასევე გაიხსნება ვარსკვლავი, რომლის სახელწოდება ,,გიზო ნიშნიანიძე, პაემანი ვერაზე” იქნება და ეს მიეძღვნება თბილისის ყველა იმ კოლორიტს, რომელიც იმ თაობას ეკუთვნის და ძველ თბილისში ცხოვრობდა”,- განაცხადა დათო ოქიტაშვილმა. განახლებული პროექტი ,,პაემანი ვერაზე” 4 მაისს ფილარმონისს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts