Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სფეროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს


Recommended Posts

სასჯელაღსრულების სისტემებში ჯანდაცვის სისტემა გადამზადების პროცესშია.

 

 

http://www.epn.ge/wp-content/uploads/udo1-150x150.jpgსამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის – დავით ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართა.

 

 

ბრიფინგი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობერსების მიზნით მიმდინარე რეფორმებს ეხებოდა.

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და ალექსანდრე კვიტაშივლის 2010 წლის 5 თებერვლის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულია “პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა”, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციალური ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასა და პატიმართა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას, სასჯელაღსრულებით სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და ციხის სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციას, აგრეთვე, ციხის სავადმყოფოების თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას. უახლოეს მომავალში იგეგმება სასჯელაღსრულებითი სისტემის საავადმყოფოების ექიმების გადამზადება ოჯახის ექიმებად.

 

 

სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პატიმართაა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქსნის #7 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ტერიტორტიაზე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ახალი შენობა გაიხსნა, უახლოეს მომავალში იგეგმება ქალთა კოლონიისა და რუსთავის #1 დაწესებულების მშენებლობა.

 

 

ასათიანის თქმით, დაგეგმილია ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურენალო დაწესებულების რეაბილიტაცია.

 

 

შეგახსენებთ, რომ “პენიტენციალური სისიტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა” ძალაში 2010 წლის 5 თებერვლიდან შევიდა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...