Jump to content
Planeta.Ge

ალასანია რუსეთთან ურთიერთობაზე


Recommended Posts

lasha_alo

asds

კონფედერაციაც კი აფხაზებთან არაეალურია . ჩვენ რომ ვთქვათ გვინდაო , იტყვიან არა და ეს დიპლომატია არაა .

თემას ადეკვატური შემზადება ჭირდება მეთქი პონტის გულისთვის კი არ დავწერე იქ : ))) პონტის გულისთვის პრინციპში იშვიაქთად ვხმარობ სიტყუვებს და წინადადებებს :D

 

ასე რომ დღეს თუ სოხუმი კონფედერაციაზე კი არა დამოუკიდებლობის აღიარებაზეც არ დაელაპარაკება თბილისს იმას არ ნიშნავს რომ იმ სოხუმში მოკავშირეები არ ვეძებოთ და კონფედერაციის და ნებსმიერი სხვა პროგრესული იდეის ირგვლივ საუბარი არ ვაწარმოოთ. თუნდაც სახალხო დიპლომატიის დონეზე, ასე ვთქვათ არაოფიციალური კონტაქტების ფარგლებში. ეს რომ ალასანიას შეუძლია ეჭვგარეშეა. იგივეა ცხინვალთან მიმართებაში. ორივე სუბიექტთან თანასწორი და კორექტული ურთიუერთობების კონტექსტში მარტო შეიძლება მოვიაზროთ სერიოზული თემების განხლვა, გინდა დღეს და გინდა თვალსაწიერ მომავალში.

რაც შეეხება ნატოს , რეალობა გასაგებია ,მაგრამ ანტინატო აზროვნება მიუღებელი.

ეს იდეოლოგია სისულელე იქნებოდა ჩვენთან...რუსეთშიც კი ერიდებიან პრაქტიკულ პოლიტიკაში

 

ასე რომ ჯერ უნდა დაიწყოს საუბარი და მათი რეაქციებიდანაც გამომდინარე განისაზღვროს ღია თუ ფარული სტრატეგია .

ეს გასაგები ამბავია. ანტინატოს იდეოლოგია არც აქვს ალასანიას და პრინციპში იდიოტიზმის მწვერვალი იქნებოდა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ნატოს წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებების კეთება ..

 

მე ის ვიგულისხმე ჩემ სიტყვებში, რომ ხალხის დაბოლებას ნუ შეეცდება ნატოში ახლო ან თვალსაწიერ მომავალში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თორე ხვალ რომ მიგვიღონ ნატოში არც მე ვიქნები წინააღმდეგი და არც შენ ვგონებ ..

 

იტოგში შანსი აქვს ალასანიას, რომ მართლა რეალური პოლიტიკა აკეთოს რასაც შედეგი მოყვება, მაგრამ ამისთვის პერიოდულად მაინც არაპოპულარულ ნაბიჯებზე წასვლა უნდა გაბედოს. თუ ეს მოახერხა და თუ ვაშინგტონმა საქართველოს დეზინტეგრაციაზე უარი თქვა შეიძლება არც იყოს ცუდი მაგის "გაბელადება".. ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის შემდეგ უდაოდ პროგრესი იქნება.. ბოლო ბოლო არასრულფასოვნების კომპლექსი მაინც არ უნდა ქონდეს ტიპს ..

 

dire

გაგიხმეს ენა...

არა მგონია ჩემი ენა იყოს პრობლემა, უფრო თითები :planeta:

ისე არ შეიძლება ეს დედააფეთქებული ვინმე, ალასანიასავით დამჯადრი მაგრამ უფრო ნორმალური გარემოცვის და ბექრაუნდის მქონე და არა ამ დედააფეთქებული აშშ-ს მართული იყოს ამ ქვეყანაში?

რომ წყნარად და საკუთარ თავთან მარტლად რომ იგრძნო თავი, გვერდში დაუდგე და ხმაც მისცე...

ნუ არ ვიცი რა...

იდეაში შეიძლება მაგრამ არა დღეს და არა დღევანდელ საქართველოში. ხვალ ვნახოთ ... ისე კი მოსკოვიდან მართულს ნებისმიერი ჯობია მგონი ..

 

Lo Janko

asds, დაანებე რა ამ აჭარას თავი, ემანდ ენამ არ გიყივლოს.

ენამ არ მიყივლოს კი არა ვაშინგტონის მიერ შეგულიანებულ ერევაში ერთი სული აქვთ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ წამოიკიდოს რუსეთი, დიდი ჰარმენიის კონტექსტში საკუთარი გეგმების შესრულებას რომ შეუდგნენ ... ნახე რა ხდება ანკარაში, ბაქოში, მოსკოვში და ვაშინგტონში სომხეთთან მიმართებაში .. ვგონებ რომ არა შემთხვევით ..

 

მოკლედ საფრთხე რეალურია და რუსეთ საქართველოსა და საქართველო სომხეთს შორის მოსალოდნელ ომზე იმდენი დავწერე რომ აღარ განვმეორდები .. იქნებ სააკაშვილი გადადგეს და საფრთხეები ნაწილობრივ მაინც განეიტრალდეს ..

 

lasha_alo

კი თურქები ამაზე მხოლოდ შეშფოთდებიან ,აზერები კი აღშფოთდებიან და აჭარლები კი წუხილს გამოხატავენ ?!

ანკარას იმაზე მეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ ვიდრე მას აქვს .. ვაშინგტონმა რამდენიმე კვირის წინ სომეხი ხალხის გენოციდზე საუბრების ხელახლა დაწყებით ზუსტად მაგ ანკარას მიუთითა საკუთარი ადგილისა და როლისკენ თანამედროვე სამყაროში ..

 

ბაქო კი პოლიტიკურ კონტექსტში (ენერგეტიკა სხვა თემაა და ისედაც დასავლეთის ხელშია) საერთოდ არავის არაფრად აღელვებს, თუ სერიოზულად შევხედავთ თემას..

 

ასე რომ ვაშინგტნმა თუ საქართველოს დეზინტეგრაციის მეორე ეტაპი დაიწყო, ვერც ანკარა შეაჩერებს მას და ვერც მამაზეციერი სამწუხაროდ .. მინდა ვთქვა საქართველოს მოსახლეობა აღუდგება თქვა წინ აგრესიას, მაგრამ თავის მოტყუებას არასდროს ვცდილობდი და არც ეხლა შევეცდები საკუთარი თავის იმაში დაჯერებას, რომ ქართული საზოგადოება იარაღით ხელში დახვდება და ბოლო წვეთამდე შეებრძოლება აგრესორს ..

 

dire

ჩვენზე აღარცაა ლაპარაკი საერთოდ როგორც ვხედავ

პ.ს.

აჭარლები რა ჩვენ არ ვართ? :O

ომის წარმოებას სერიოზული შემზადება ჭირდება მათ შორის მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგრადობის თვალსაზრისითაც ..

 

მზად არის ქართული საზოგადოება ომისთვის?

 

ის 20 სართულიანი "ომის თემა" სწორედ ამ საკითხს ეხებოდა მაგრამ დამაჯერებელი დადებითი პასუხი ვერ დაიდო ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

lasha_alo

და რაა აქ მიუღებელი?

 

 

არც არაფერი და თუ გინდა გავხსნი იქით.აქ მაინც ნელა მუშაბს ფორუმი და ცოტას გავერთობი იქით.გინდა? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც არაფერი და თუ გინდა გავხსნი იქით.აქ მაინც ნელა მუშაბს ფორუმი და ცოტას გავერთობი იქით.გინდა?

გაგიერთებენ უკვე არსებულთან :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...