planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია დიპლომატიურ აკადემიაში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ორი საათის განმავლობაში „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი პროფესორების კითხვებს პასუხობდა. საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, აფხაზეთსა და რუსეთთან ურთიერთობებს შეეხო. „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის რესურსი არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს რუს დიპლომატებთან მისი მუშაობა აძლევს, როდესაც იგი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლი იყო, შემდეგ კი - გაეროში საქართველოს ელჩი. „რეგიონში ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარი მოწინააღმდეგე დღეს რუსეთია, მაგრამ თუ არ დაიწყო მოლაპარაკებები ამ ქვეყანასთან, ეს გაგვირთულებს დასავლეთთან ინტეგრაციას, რაზეც დღეს აშკარად მიგვითითებს როგორც ევროპა, ისე ამერიკის შეერთებული შტატები“, - განმარტა ალასანიამ. მისივე თქმით, ყველაზე დიდი უგუნურება, რაც რუსეთმა ჩაიდინა, იყო აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, რასაც არასდროს ცნობს დემოკრატიული სამყარო და. ალასანიას აზრით, რუსეთშიც კი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კარგად იციან, ამ აღიარებით რუსეთმა რამხელა შეცდომა დაუშვა. „სააკაშვილი-პუტინი-მედვედევის ურთიერთობებში დღეს რაიმე გარღვევის შეტანა შეუძლებელია. რუსეთის პოზიციაა, არ დაელაპარაკოს საქართველოს ლიდერს. ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოს ლიდერსაც. ეს ჩიხური სიტუაციაა და რეალურად არაფერს მოგვცემს. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ერთი ან რამდენიმე ევროპული ქვეყნის შუამავლობით. ეს შესაძლოა იყოს გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, ვისთანაც ჩვენ ტრადიციულად კარგი ურთიერთობები გვაქვს. აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობებში ევროკავშირი ვაქციოთ გარანტორად, რათა ვაიძულოთ რუსეთი, მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულება დაიწყოს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე შეფასებით, საქართველოს ტერიტორიების ომით დაბრუნების შანსი არ გააჩნია; ეს მხოლოდ მოლაპარაკებათა გზით უნდა მოხდეს და სწორედ ამიტომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ფიქრი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts