Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: ირაკლი ალასანია არქიტექტორთა კავშირში


Recommended Posts

ირაკლი ალასანია არქიტექტორთა კავშირის წევრებს შეხვედა. თბილისის მერობის კანდიდატმა თბილისის ურბანული და არქიტექტურული განვითარების პრობლემებზე ისაუბრა. „არქიტექტურული და ურბანული პოლიტიკა მოკლებულია ყველა კანონსა და ლოგიკას, არის გაუმჭვირვალე ხარჯვა. გარკვეული პროექტების განხორციელება ხდება ვიღაცის დაკვეთით და აბსოლუტურად გაუმჭირვალედ, ტენდერების დახმარებით და არავინ აგებს პასუხს იმაზე, სად რა შენდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

თბილისის მერობის კანდიდატმა ძველ თბილისში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს შემაერთებელი მინის ხიდის, ე. წ. მშვიდობის ხიდის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ხიდი, მისი აზრით, არის უგემოვნო და ამოვარდნილი თბილისის ლანდშაფტიდან. „უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც ასეთი გადაწყვეტილებების შეჩერებას შეძლებს. სიახლისა და ინოვაციის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ დედაქალაქის განვითარების გეგმა აუცილებლად უნდა დაიწეროს. ეს გეგმა არა მერმა, ან რომელიმე მისმა მოადგილემ, არამედ სწორედ სპეციალისტებმა უნდა დაწერონ“, - განაცხადა ალასანიამ.

 

 

„საქართველოს ხელისუფლებამ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, რაც ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომაა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ .

უზურპაციის მაგალითად ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზრდილი უფლებები დაასახელა და აღნიშნა, რომ ყველა ოპერატიული სამსახური, დაწყებული საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან, დამთავრებული კონტრდაზვერვის სამსახურით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და ეს ერთი უწყება მონსტრი გახდა.

 

 

 

„ამ უწყებაზე არ ხორციელდება არანაირი კონტროლი, აღარაფერს ვამბობ საზოგადოებრივ კონტროლზე. ერთი საპარლამენტო მოსმენაც კი არ ყოფილა პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოც კი არ დაინტერესებულა, რეალურად რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - დასძინაა ირაკლი ალასანიამ.

 

 

 

მისივე თქმით, უზურპაციული ხელისუფლების დასუსტება მხოლოდ დემოკრატიული უჯრედების განვითარების ხელშეწყობით შეიძლება. ალასანიას აზრით, ასევე აუცილებელია მოხდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, რაც რეგიონებს თვითმმართველობის რეალურ შანსს მისცემს.

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...