planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gipa-150x150.jpgზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დღეს, 15:00 საათზე პერ გარტონის წიგნის “საქართველო: პაიკი ახალ დიდ თამაშში” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის ძირითადი თემაა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარული ასპექტებისადმი მზარდი ოპოზიცია და 2005 წელს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას საიდუმლოებით მოცული სიკვდილი. წიგნში ასევე დასმულია შეკითხვა იმის თაობაზე, შეთქმულება იყო ვარდების რევოლუცია თუ ნამდვილი სახალხო აჯანყება. წიგნში ავტორი პერ გარტონი აანალიზებს ამერიკისა და რუსეთის მიერ ქვეყნის მიმართ წარმართულ პოლიტიკას და გვაწვდის თვითმხილველის მონათხრობს 2003 წლის ვარდების რევოლუციის წარმოშობისა და შედეგების შესახებ. წიგნი ასევე იკვლევს აშშ–ის მზარდ ჩართულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებში და რუსეთის რეაქციას, განრისხებას, სანქციებსა და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრას. გარტონის ანალიზი ეყრდნობა წამყვან პოლიტიკოსებთან ინტერვიუებს და მისი, როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომხსენებლის გამოცდილებას. პერ გარტონი, შვედი პოლიტიკოსი, 35–ზე მეტი წიგნის ავტორია. 1981 წელს, იგი გახდა შვედეთის მწვანეთა პარტიის თანადამფუძნებელი. 1995–2004 წწ. ის იყო ევროპარლამენტის წევრი, ამჟამად კი კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts