planetanews Posted April 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/azer-150x150.jpgდღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკური განვითარების მინისტრის, შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. აზერბაიჯანელ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მასპინძლობს. დელეგაციაში 23 აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი, აზერბაიჯანის ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები შედიან. ზურაბ პოლოლიკაშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა სასტუმრო ,,რედისონში” საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გახსნეს. ფორუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო საგენტოს და აზერბაიჯანის ექსპორტის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. დღესვე დელეგაციეს, საქართველოს პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაური მიიღებს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს და Aაზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრები საქონლის და მომსახურების ბაზარზე დაშვების ორმხრივი მოლაპარაკების დასრულების თაობაზე ოქმს გაფორმებენ ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანული დელეგაცია დმანიისს და მარნეულს ეწვევა, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორს, დავიტ კირკიტაძეს შეხვდებიან, შეხვედრის შემდეგ მარნეულში ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. აზერბაიჯანის დელეგაციის ვიზიტი 30 აპრილს დასრულდება და ამავე დღეს ისინი საქართველოდან გაემგზავრებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts