Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მედიის მხარდამჭერი ფონდის დაარსების შესახებ განცხადება გაავრცელა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/ina.jpgბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს ქმნის, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილ ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი უხელმძღვანელებს.

ამასთან დაკავშირებით პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ძვირფასო მეგობრებო, “იმედი” – სატელევიზიო არხი, რომელსაც თქვენ პატივს სცემდით და ენდობოდით, აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ სახელი, რომელიც გაუფასურდა და მთავრობის მიერ დანიშნული ამჟამინდელი მენეჯმენტის ცალმხრივი საინფორმაციო პოლიტიკის წყალობით. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა ეს არხი დააფუძნა, მან გააზრებულად და სიფრთხილით შეარჩია სახელი. არხი წარმოადგენდა იმ თავისუფლების შუქურას, რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ. ქართულ მედიასივრცეში, “იმედმა” თავისუფალი, მაღალხარისხოვანი ინფორმაციის, ანალიზისა და სიტყვის თავისუფლების ახლებური სტანდარტი დაამკვიდრა. ბადრის ოჯახი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას “იმედის” დასაბრუნებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცესი სასურველზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მანამდე კი, ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარების საქმეში. ამიტომ, გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდი.

ფონდის მიზანი იქნება, მხარში ამოვუდგეთ და გავამხნევოთ ისინი, რომელთაც ძალუძთ მედიის დამოუკიდებლობის რეალობად ქცევა, ყოფნით გამბედაობა და აქვთ ხედვა, მაგრამ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსები. ჩვენ თხოვნით მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩს საქართველოში, ბატონ დონალდ მაკლარენს, დაგვეხმაროს ფონდის დაარსებაში და შემდგომ უხელმძღვანელოს მას.

ბატონ დონალდ მაკლარენს მხარში ამოუდგება პროფესიონალი და პატივსაცემი პიროვნებებისგან შემდგარი დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანით სიკეთეს მოვუტანთ საქართველოს.

 

 

დონალდ მაკლარენის განცხადება:

 

 

“ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა და დიდი პატივია ქალბატონ ინა გუდავაძის თხოვნა, დავეხმარო თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ფონდის დაარსებაში და ვუხელმძღვანელო ამ ფონდს.

2004-2007 წლებში საქართველოში მისი უდიდებულესობა დედოფლის ელჩად ყოფნის დროს, აღფრთოვანებითა და პატივისცემით განვიმსჭვალე იმ ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომელიც ჩემი ხალხის მსგავსად, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, რადგან ქართველთა მრავალმა თაობამ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბევრი იბრძოლა და ეწამა, რათა ამ სიტყვებს რეალური მნიშვნელობა მისცემოდა, როგორც მათთვის, ასევე მთელი ერისთვის.

საელჩოში მუშაობისას, საინფორმაციო საშუალებების თავისუფლება ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. ყოველთვის, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, მაკვირვებდა ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი (და არა მხოლოდ ჟურნალისტები) ამბობდა, რომ დღევანდელი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მედიის თავისუფლება გადამწყვეტია.

ამ დიდი მიზნის მიღწევის გარდა, ფონდს არავითარი პოლიტიკური მოტივი არ ექნება. მისი მიზანი მარტივია და გამჭვირვალე: დამოუკიდებელი, მაღალხარისხოვანი და ობიექტური ჟურნალისტიკის მხარდაჭერა.

ფონდს, რომლის თავმჯდომარეც მე ვიქნები, მცირერიცხოვანი, ქართველი და არაქართველი წევრებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც მედია, ასევე სხვა სფეროს ექსპერტებით. თბილისში, ფონდს ეყოლება თანამშრომელთა გუნდი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ გუნდის დაკომპლექტება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევასთან ერთად.

ჩვენი ამოცანაა, სამომავლო მხარდაჭერისთვის , განვიხილოთ როგორც მედიასაშუალებების, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების განცხადებები. ჩვენთვის, პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს ტელევიზია, კონკრეტულად კი საინფორმაციო სეგმენტი, ასევე მოხარულნი ვიქნებით განვიხილოთ განაცხადები სხვა მედიასაშუალებებიდან. მნიშვნელოვანია ის, რომ ფონდი განიხილავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიერ წარდგენიოლ პროექტებს.

ფონდის სახსრები არ არის შეუზღუდავი. ყურადღებას გავამახვილებთ საპროექტო შემოთავაზებებზე. მაგალითად, აღჭურვილობასთან, სწავლებასთან ან პროგრამის შექმნასთან დაკავშირებულ, კარგად დაანგარიშებულ, მდგრად პროექტებზე და რაც ყველაზე მთავარია – განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ პროექტებს, რომლებიც ჭეშმარიტ წვლილს შეიტანენ თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში.

მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე, ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში ფონდის ოფიციალური პრეზენტაციის გასამართად. ვიმედოვნებ, რომ ეს წინასწარი განცხადებ, სტიმული იქნება განაცხადების მომზადებისთვის, რომლებიც თუნდაც მონახაზის სახით გამოგვეგზავნება ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

საქართველომ რთული პერიოდები გაიარა და ახლაც სირთულეების წინაშე დგას, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედია საშუალებების არსებობა დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. ფონდის დაარსება მეტად სასიამოვნო მოვლენაა. დიდი სურვილი მაქვს, წვლილი შევიტანო მის განვითარებაში იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც წარმატებას იმსახურებს”.

 

 

თავისუფალი მედიის მხარდამჭერი ფონდი

განაცხადის პრინციპები:

 

 

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის თავისუფლების მხარდამჭერი ფართო სპექტრის პროექტები, რომლებიც მოიცავენ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, მასალის შექმნასა და მათ მიწოდებას, წარმოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ფონდის პრიორიტეტებია – საინფორმაციო და საგამოძიებო პროგრამების მომზადება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის რეალისტური გეგმა, კარგად გაიაზრონ მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსების ოდენობა და გამოამჟღავნონ შემოთავაზებული პროექტის შესრულების უნარი. თითოეულ განცხადებაში უნდა აღიწეროს, თუ რა წვლილს შეიტანს შემოთავაზებული პროექტი საქართველოში მედიისა და ჟურნალისტიკის თავისუფლების სფეროში.

ფონდი მხედველობაში მიიღებს, უცდიათ თუ არა განმცხადებლებს სხვა ორგანიზაციების (მაგ: “ღია საზოგადოება – საქართველო”, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მხარდაჭერის მოპოვება. სხვა დონორებისა და ფონდებისგან უკვე მიღებული მხარდაჭერა, გააუმჯობესებს წარმატების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზებული პროექტები უარყოფილ იქნა სხვა ორგანიზაციების მიერ, განმცხადებლებმა უნდა განმარტონ პროექტის დაწუნების მიზეზები.

 

 

ქვემოთ მოცემულია განაცხადების შევსების პრინციპი

განმარტებითი ბარათი და პროექტის აღწერა

• პროექტის აღწერა

• პროექტის მიზნები

• დროში გაწერილი გრაფიკი

• საჭირო რესურსები/ფინანსური რესურსების ჩათვლით

• დასაბუთება იმისა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი მედიის/ჟურნალისტიკა/ განვითარებას

 

 

სამუშაო გეგმა

• პროექტის ყველა ფაზის დაწვრილებითი აღწერა

• პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები, როგორიცაა ტექნიკური აღჭურვილობა, სტუდიები, ადამიანური რესურსები, სწავლება და ა.შ.

 

 

ბიუჯეტი

• პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზი (ნაღდი ფულის მოძრაობის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, მოსალოდნელი შემოსავლები, ხარჯები და კაპიტალური დაბანდებები, გადასახადები და ა.შ.) გაწერილი ცალკეულ კომპონენტებსა და თვეებზე/კვირეებზე;

• დაბანდების, სესხების ან შემოწირულობების სხვა მოსალოდნელი წყაროები;

• ნაღდი ფულის დეფიციტი, რომელიც უნდა დაიფაროს ფონდის გრანტით.

 

 

შესაბამისი გამოცდილება

• ძირითადი პერსონალის რეზიუმეები, რომლებშიც ნათლად იქნება აღწერილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობის მათი გამოცდილება;

• ძირითადი პერსონალის მიერ შემოთავაზებული პროექტის წარმატებით განხორციელების უნარის დასაბუთება.

 

 

განმცხადებლებმა პროექტები უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

განაცხადი მიიღება ელექტრონულ მისამართზე: mfsf@inbox.com

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...