Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კამპანიას გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი მხარს “ექსპრესნიუსიც” უჭერს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/blanki-150x150.jpgრამდენიმე დღეა ინტერნეტ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია “გადავარჩინოთ ოშკის ტაძარი”. აქცია ითვალისწინებს “იუნესკოს” პეტიციების საერტაშორისო სააგენტოში საჩივრის გაგზავნას რომელზეც ხელი ხუთიათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს. ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, აქტიურადაა ჩართული საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსი”.

ამჟამად პეტიციების საერტაშორისო სააგენტოს ვებ გვერდზე დაფიქსირებულია 2,824 ხელმოწერა, საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ სააგენტო “იუნესკოს” მიმარტავს დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.

ნებისმიერ ადამიანს თავისი ხელმოწერის დაფიქსირება შეუძლია მისამართზე: ჰტტპ://წწწ.ტჰეპეტიტიონსიტე.ცომ/1/თაო-Kლარჯეტი

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე გადაუდებელი წვიმების შედეგად ოშკის ტაძარში ამჟამად მძიმე მდგომარეობაა.

 

 

როგორც ვაჩეიშვილმა განაცხადა, ოშკს სჭირდება დახმარება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კულტურული ძეგლის გადასარჩენად.

 

 

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი 2 დღით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ტაძარში არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

 

რამდენიმე დღის წინ ქართულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, რომ ოშკის კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი აქვს და ბარელიეფიდან მაცხოვრის ფიგურა ჩამოვარდნილი, შუაზე გადატეხილი და ისე დაზიანებული, რომ ფიგურა აღარ იკითხება.

ნაკვალვის მიხედვით, მაცხოვრის ბარელიეფი აშკარად ახალი ჩამოვარდნილია.

 

 

ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახულია ვედრების ბარელიეფური კომპოზიცია, სადაც მაცხოვრის მარჯვნივ დგას ღვთისმშობელი, მარცხნივ იოანე ნათლისმცემელი, მარჯვენა კიდეში კი ბაგრატ ერისთავთ ერთისთავი, მომავალში ბაგრატ მესამე და დავით მაგისტროსი, მომავალში კურაპალატი. ბარელიეფს 1.მ.46 სმ სიგრძე და 70 სმ. სიგანე აქვს და მიწის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...