asds Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 დღეს საღამოს 2008 წლის აგვისტოს დროინდელ ინფორმაციებს ვეძებდი ინტერნეტში და სხვა დანარჩენთან ერთად ჩემს ამ პატარა პუბლიკაციასაც გადავაწყდი .. (პოსტის ბოლოს შემოგთავაზებთ) ისე მოხდა, რომ ომამდე და ომის მერეც, რაღაც პერიოდი დანტე თბილელის ფსევდონიმით ვწერდი და შეძლებისდაგვარად ვაძლევდი წერის შესაძლებლობას სხვებსაც, მაგრამ მთავარია ალბათ რას ვწერდით ამისთანას რომ შედეგად რედაქცია მიიხურა, ხალხი მიმოიფანტა, მე კი აგერ სადღაც რუსეთში ვარ და ისიც არალეგალი (ნაღდი რევოლუციონერ მოკლდ ). არადა ვითომ მარტივია ყველაფერი ... 2008 წლის 10-11 აგვისტოს (ზუსტად დრო აღარ მახსოვს, ერორების არქივებში იქნება ჩანაწერი თუ არ წაშალეს) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ ჩვენი რედაქცია ITN Exclusive რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად დაასახელა და რუსეთის ინტერესების სამსახურში დაადანაშაულა, რაღაც სანქციებით დაგვემუქრა. მიზეზი ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხარის დანაკარგებმა დაჭრილებითა და დაღუპულებით 1500-2000 ადამიანი შეადგინა. უხეშად რომ ვთქვათ ამ მომენტიდან დაიწყო "ვანოს შოუ" და მანამდე თუ საიტის გათიშვებითა და იშვიათი მუქარით იფარგლებოდნენ, ამის შემდეგ ეტყობა მეტი სერიოზულობით მოეკიდნენ რედაქციასაც, მეც და დანარჩენსაც .. დღეს ეს განვლილი ეტაპია და ამაზე არ არის ლაპარაკი. რაც იყო იყო და ბოლო ბოლო არც მე მაქვს საქართველოში დაბრუნების და იმ საზოგადოებასთან თანაცხოვრების განსაკუთრებული სურვილი, რომელიც არც საკუთარ თავს ცემს პატივს და არც სხვას და არც ქართულ საზოგადოებას აქვს სურვილი ქვეყნიდან დევნილი საღი აზრის მატარებელი ადამიანები დაიბრუნოს. არა ბატონო საუბარი სულ სხვა რამეზეა .. კონკრეტულად კი იმაზე თუ რაოდენ არის დასუსტებული, რეალობას მოწყვეტილი საზოგადოება, რომლის წევრიც როდესღაც ვიყავი, რომელსაც ალალად ვემსახურე ღმერთმა იცის რამდენი წელი და რომლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მიუღედავად გულგრილი დღემდე არ ვარ და პრინციპში ვერ ვიქნები .. არადა ვაკვირდები ბატონო საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებას, ვაკვირდები და მაგარი მეცოდება მეთქი რომ ვთქვა ცუდათ შეიძლება გაიგოს ვინმემ, მაგრამ რა ვქნა, რომ ზუსტად შეცოდების ემოცია მაქვს ქართულ საზოგადოებასა და საქართველოსთან მიმართებაში ... მეცოდება ხალხი ტო რადგან იმენნა არაფრის ან თითქმის არაფრის გაგებაში არ იყო, არ არის და ალბათ კიდევ კარგა ხანი არ იქნება .. ე.წ. სახელისუფლებო და ოპოციური "ერორების" ყურება კი ამ ამბავს ვერ და არ უშველის ... უკაცრავად ამ ლირიკული გადახვევისთვის და უკაცრავად იმ არანორმირებული ლექსიკისთვის, რომელსაც ახლა ვიხმარ, თუმცა ზღულაძის და მერაბიშვილის დედებს მე კი ##################, მაგრამ თქვენ თქვით ტო იყო თუ არა ზემოთ ხსენებული ჩვენი ინფორმაცია, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ქართველი ჯარისკაცებისა და კონფლიქტის ზონიდან დევნილი თვითმხილველი მოსახლეობის მონაცემებს ეყრდნობოდა სიმართლე? თუ დღესაც არ იცით რა მოხდა აგვისტოს დღეებში? დღესაც არ იცით რა მოხდა ვაზიანის ბაზაზე?დღესაც არ იცით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მარტო ტაქტიკური რაკეტა Точка-у-ს გამოყენებით რა ზიანი მიაყენა ქართულ არმიას?დღესაც არ იცით რატომ არ იღებდნენ ერაყიდან დაბრუნებული შენაერთები მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში?დღესაც არ იცით სამჯერ რომ გადაკვეთა ცხინვალი ქართულმა არმიამ და ისიც მარშით?დღესაც არ იცით რუსეთის ავიაციის მოქმედებას რა შედეგი მოყვა? ის მაინც არ იცით რომ ცხინვალში შესული პირველი რუსული ტანკი ოსებმა ააფეთქეს? აბა რა ჯანდაბა (არ მიწყინოთ) იცით თუ იცით და რატომ არ იცით თუ არ იცით მეგობრებო?რატომ არის საქართველოს მოსოახლეობა უკიდურესად ცუდად ინფორმირებული? შემთხვევით იმიტომ ხომ არა მე და ჩემნაირი ჟურნალისტები ფეხქვეშ რომ გათელა ქართულმა საზოგადოებამ და ვინმე ჯოჯუების, ელისაშვილების, ტუღუშების, სანაიების, კვესიტაძეების და ათასი მათდაგვარი და ღმერთმა იცის ვიზე და რაზე მომუშავე "ზე პატრიოტი" ფსევდო ჟურნალისტების ანაბარა დარჩა? აბა დაფიქრდით და ჩემს მიერ 2008 წლის 22 აგვისტოს ალბათ გაცხარებულზე (მახსოვთ გგონია) დაწერილ ამ პატარა პუბლიკაციასაც გადახედეთ .. ვწერდი თუ არა სიმართლეს, რომელიც სიმართლე იყო მაშინ და სიმართლეა დღესაც .... ესეც თქვენ წერილი წარსულიდან : )) კაიფი ის არის რომ ჩვენი საიტი კი კარგა ხანია მოკვდა, მაგრამ პლანეტაზე ქონია თემა გახსნილი ფიოს თავის დროზე და დღემდეც ამ გზით მოაღწია .... http://planeta.ge/index.php?showtopic=2898...mp;#entry138772 ყველაფერი სიმართლის გარდა - ჟურნალისტიკა ქართულად >>> დანტე თბილელი 8 აგვისტოს დაწყებული ტრაგედია ჯერ კიდევ არ გამხდარა საზოგადოების ფართო სპექტრის განსჯის საგანი. საქართველო იარებს იშუშებს. თუმცა ქართული მედიის მიერ 8-13 აგვისტოს განვითარებული მოვლენებისა და შემდეგი დღეების გაშუქებით თუ ვიმმსჯელებთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ეს 5 დღიანი ეპიზოდი ყოველგვარი განხილვის გარეშე მიეცემა წარსულს. როგორც ჩანს ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა იმის ძიებით უფროა დაკავებული, რამდენი შტეფსელი, უნიტაზი და ნახმარი ფეხსაცმელი მოიპარა რუსმა ჯარისკაცებმა, ვიდრე საზოგადოებისთვის ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის სრული სურათის აღწერით. რატომ არ იმუშავეს წლების განმავლობაში წარმატებულ პროექტებად მონათლულმა სახელმწიფო უწყებებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურმა, საგარეო დაზვერვამ, კონტრდაზვერვამ? რატომ აღმოჩნდა საქართველო და ქართული არმია დაუცველი საჰაერო თავდასმისაგან? რაზე იხარჯებოდა მილიარდობით ლარი და რატომ გადაწყვიტა "უმაღლესმა მთავარსარდალმა" მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური წესრიგის დამყარება იქ და იმ დროს, როცა ქვეყანა, შეიარაღებული ძალები, ყველაზე ნაკლებად იყვნენ მზად რუსეთის არმიასთან გარდაუვალი შეტაკებისთვის? რეალურად რამდენი სიცოცხლე დაკარგა საქართველომ და ვინ აგებს პასუხს დანაშაულზე ერისა და ქვეყნის წინაშე? კიდევ ათასი პასუხგაუცემელი კითხვა აწუხებს საქართველოს არაერთ მოქალაქეს, რომელსაც სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რატომ დაუშვა მომხდარიყო ის, რაც მოხდა და რა მოხდა? სამწუხაროა მაგრამ დიდხანს მოგვიწევს სიმართლის ლოდინი. რადგან… "პატრიოტობაზე თავგადაკლული" ქართული მედია კითხვებს არ სვამს. სავარაუდოდ, პასუხებსაც არავინ გაგვცემს და არც პასუხს აგებს ვინმე, არადა "ნაძირლებმა" ქვეყანა დააჩოქეს. ტელევიზიების მიერ ტირაჟირებული ოფიციალურ პირთა განცხადებები ცუდი ნუგეშია ათასობით ადამიანისთვის, რომელთაც ვერც ცოცხალი ნახეს ახლობელი და ვერც მკვდარი. ათიათასობით გუშინ წარმატებული ადამიანი დღეს ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია და ეს მაშინ, როცა მათი და ქვეყნის ტრაგედიის ყველა ავტორი თანამდებობას ინარჩუნებს. არც მეტი არც ნაკლები, ქართველი ხალხის სახელით საუბარობს და ისიც გამარჯვებაზე, ქართულ მედიაში კი ეს არც პროტესტს იწვევს და არც განსჯის საგანი ხდება. ყველაფერი სიმართლის გარდა - ეტყობა ეს უცნაური დევიზი შეიცნო ქართული მედიის ძირითადმა ნაწილმა. პროფესიონალიზმი საქართველოში კრიტერიუმი არ არის და, ამდენად, რა გასაკვირია, რომ ნაცნობ-მეგობრებით დაკომპლექტებული მედია ხელისუფლების პროპაგანდისტული კამპანიის იდეალურ ინსტრუმენტად იქცა. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ 8 აგვისტოს საქართველომ გაიმარჯვა, ქართული მედიაც შესაბამისს სურათს დახატავს. იქნება პირდაპირი ეთერები რუსთაველის გამზირიდან სადაც გამარჯვებისგან გონებადაბინდული ადამიანები ერთმანეთს რუსეთის ახლო განადგურებას ულოცავენ. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის სახელის ხმამაღლა ძახილი უშველის საქართველოს, არც ეს არის პრობლემა და ისიც პირდაპირ ეთერში. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ ხალხს ომის დროს დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის ცოდნა არ სჭირდება - პრობლემა არ არის, ქართული მედია არც თვითმხილველთა ნაამბობს დაგიდებს რამედ, არც დაჭრილებით გადატენილ საავადმყოფოებს დაინახავს. გადაწყვიტავს ხელისუფლება, რომ სიმართლე არ ვარგა და კრიტიკას ურა პატრიოტიზმი ჯობია, "ჟურნალისტებიც" დარაზმულად რუსეთის არმიის "ბომჟი" ჯარისკაცების მოპარული უნიტაზების რაოდენობას ითვლიან, ქართულ დემოკრატიას აღმერთებენ, ამერიკა რუსეთის ომს წინასწარმეტყველებენ, საქართველოს ნატო-ში გარდაუვალი გაწევრიანებით აკვირვებენ ნატოს უკვე წევრ ქვეყნებს. და თუ ხელისუფლებამ ისიც გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩები ვარდისფრად გადაღებოს, კითხვას არავინ დასვავს, რომ შემთხვევით ღმერთი არ გაუწყრეს და პატრონი არ გაუბრაზდეს. უკაცრავად... ხეწლისუფლებამ ეს ყველაფერი უკვე გადაწყვიტა. P.S. კითხვები აუცილებლად დაისმევა. კითხვები დაისმევა… და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ კითხვის ავტორი აუცილებლად შეირაცხება ხელისუფლებისა და პატრონმორჩილი "ქართული მედიის" მიერ რუსეთის აგენტად, მოღალატედ, არანორმალირად ან ნორმალურად ბრჭყალებში. კითხვები დაისმევა, რადგან ყოველთვის ხალხის სამსახური ჯობია ტელეკომპანია BBC-ის ეთერში ჰალსტუხის ჭამას. ყოველთვის ხალხის სამსახური ჯობია. ჟურნალისტი. http://itnexclusive.geერთი ორი აპეჩატკა ჩავასწორე, ორთოგრაფიასთან ყოველთვის კატასტროფული ურთიერთობები მქონდა, მაგრამ ამ ბოლო აბზაცზე განსაკუთრებით ვიხალისე : )) ეგრე გამოდის საკუთარ თავს უწინასწარმეტყველე მამენტ : ))))) არადა თურმე რა მინდოდა წვენებში ... აბა მეგობრებო ვინ რამდენად ხართ ან არ ხართ ინფორმირებული ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, მაგრამ ქვეყანასთან კავშირში მყოფ მოვლენებთან დაკავშირებით? დღეს მაინც თუ იცით რა მოხდა აგვისტოს დღეებში? ან რა ხდება დღეს? გაღელვებთ კი ეს ყველაფერი საერთოდ? მოგწონთ "ჭეშმარიტი პატრიოტებით" დაკომპლექტებული ქართული მედია? პრინციპში რაც დაიმსახურეთ ის გაქვთ, ასე რომ ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია : ))) მე მაპატიეთ პაწა ხანი დაგტოვებთ .. პივოვსკის მოვიმარაგებ და თუ ცოცხალი დავრჩი შემოგიერთდებით ... არადა დროა ეს ზაპოიც დასრულდეს ... http://s16.rimg.info/895d93efe9330de646b9e70ab1ca4099.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 და შენ იმედი გაქ რომ ამას ვინმე წაიკითხავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 და შენ იმედი გაქ რომ ამას ვინმე წაიკითხავს?მე ვაპირებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 newstudio და შენ იმედი გაქ რომ ამას ვინმე წაიკითხავს?რა გინდა ძმაუ ჩემ როდინდელ წერილს გადავაწყდი და აგერ გაგიზიარეთ ფიქრი და აზრი .. წაიკითხავს ვინმე წაიკითხავს არ წაიკითხავს და მამენტ მე მაპატიეთ თუ მაგაზე არ ვიდარდო ... ქართულ საზოგადოებას რაში ჭირდება ვინმე ასდს-ის ჰაზრების მოსმენა ისედაც საკაიფოდ აქვს საქმე და ასედაც .. maka შენ ხარ თვით სიცოცხლე და კეთილშობილება კეთილო ადამიანო :party: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 asds ეს ორი წელია დავიღალე შენი უშველებელი პოსტების კითხვით და იქნებ მოკლე შინაარსი მითხრა.. პ.ს. ისე როგორა ხართ ოჯახი,ბავშვი ხომ მაგრად არის.. :party: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 გიორგი68 asds ეს ორი წელია დავიღალე შენი უშველებელი პოსტების კითხვით და იქნებ მოკლე შინაარსი მითხრა..ქართული ჟურნალისტიკა რულამს თქვა ვამბობ .. ვაქებ და ვადიდებ კიდო .. ჩემებურად მოკლედ ეგრეა .. და სააკაშვილის ვარდისფერ ქუჩებში მოგებულ ომზე კიდევ, მაგრამ ეგ აღარ არის საინტერესო : )))))) პ.ს. ისე როგორა ხართ ოჯახი,ბავშვი ხომ მაგრად არის..ცოცხლები ვარ ძმაო, მადლობა მოკითხვისთვის და აგაშენა ღმერთმა :party: ისე კიდო და აგერ ზაპოი გამიგრძელდა რაცხა და თავჩაუხრელად ვანადგურებ პივას : ))) ვიდრე ბიზნესმენი და ნოვი გრუზინი გავხდებოდე (ვნახოთ ეგეც რაფრა იქნება და) სხვა საქმე მაინც არ მაქვს რამე რომ იყოს ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.