უცხო_პლანეტელი Posted April 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 28, 2010 დედამიწაზე ათასი სახეობის ჭიანჭველაა და ყველა ისინი საზოგადოებებად ცხოვრობს. საზოგადოებაში თითოეულ ჭიანჭველას თავისი საქმე აქვს: ზოგი დედაა, ზოგი მუშა, ზოგიც მეომარი, მზვერავი თუ მონადირე. ასე ინაწილებენ შრომას ჭიანჭველები თავიანთ საზოგადოებებში. ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეებს აგებენ, რომლებიც ერთმანეთთან ბილიკებითაა დაკავშირებული. ბუდეებში უცხო ჭიანჭველა ვერ მოხვდება, რადგან მას სასტიკ ბრძოლას გაუმართავენ და გააგდებენ, ან მოკლავენ. ბუდეს მუშა ჭიანჭველები აგებენ. ამისთვის ისინი ხმელ ტოტებს იყენებენ. ბუდე დაყოფილია, აქ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ცალკე აწყობენ ზამთრის მარაგს, ცალკე აქვთ ჭუპრების საბუდარი... ბუდე მიწის ქვეშ ერთი მეტრის სიღრმისაა, რადგან ასეთ სიღრმეში ზამთარშიც კი ზომიერი ტემპერატურაა. ჭიანჭველები დღენიადაგ ზრუნავენ თავიანთ საცხოვრებელზე და იცავენ მის სისუფთავეს. ბუდის დარღვევის შემთხვევაში კი სასწრაფოდ იწყებენ მის აღდგენას. ჭიანჭველები ზამთრისათვის საკვებს იმარაგებენ. სხვადასხვა სახის ჭიანჭველები განსხვავებულ საკვებს ეტანებიან, თქვენ წარმოიდგინეთ, აფრიკაში ხორციჭამია ჭიანჭველებიც ბინადრობენ. თუმცა ყველაზე ხშირად ჭიანჭველები მარცვლეულით ან სოკოებით იკვებებიან. მარცვლეულის შესაგროვებლად მათ დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. შეგროვებულ ნადავლში ზოგჯერ ნახშირის ნამცეცები და მინის ნამსხვრევებიც ერევა, მაგრამ საგანგებო ნამცეცა მუშა ჭიანჭველები ნადავლს საგულდაგულოდ ახარისხებენ და ბუდიდან გამოაქვთ ყველაფერი, რაც საკვებად უვარგისია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მარცვლები ნესტიანდება, მაშინ მეომარ ჭიანჭველებს დანესტიანებული მარცვლები მზეზე გამოქვთ და აშრობენ. ჭიანჭველებს საკვები თავადაც მოჰყავთ. კერძოდ, მათ იციან, როგორ გაამრავლონ სოკო, რითიც თავიანთ მატლებს კვებავენ. ჭიანჭველებს ეხერხებათ მუყაითი და ნაყოფიერი მუშაობა, თუმცა მათთვის უცხო არ არის სხვისი შრომის გამოყენებაც. მაგალითად, ბუდის აგების დროს ერთი სახის ჭიანჭველები ეხმარებიან სხვა სახის ჭიანჭველებს და ეს ხშირად ურთიერთშეთანხმებით ხდება. თუმცა ჭიანჭველებში არსებობს მონათმფლობელობაც. „მონების“ მოსაპოვებლად მეომარი ჭიანჭველები რაზმებად ეწყობიან, გამოდიან ბუდიდან და მეზობელი ბუდისაკენ მიემართებიან. იწყება სასტიკი ბრძოლა, რომელშიც უამრავი ჭიანჭველა იღუპება. გამარჯვებული ჭიანჭველები იჭრებიან მოწინააღმდეგის ბუდეში, იტაცებენ ჭუპრებს და თავისთან მიჰყავთ. ზოგ ჭუპრს ისინი ჭამენ, დანარჩენს კი აცლიან ზრდა-განვითარებას. სწორედ ესენი ხდებიან „მონები“, დამპყრობელი ჭიანჭველები მათ მუშებად იყენებენ. ხშირად ასეთი მონა-ჭიანჭველები შემდგომში თავადაც მონაწილეობენ დამპყრობლურ ლაშქრობებში. გამოყენებული ლიტერატურა:რ.შოვენი „ფუტკრიდან გორილამდე“თბილისი, 1977 http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/39/Baltic_amber_inclusions_-_Ant_(Hymenoptera,_Formicidae).JPG/290px-Baltic_amber_inclusions_-_Ant_(Hymenoptera,_Formicidae).JPG http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8d/Scheme_ant_worker_anatomy-en.svg/1000px-Scheme_ant_worker_anatomy-en.svg.png Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.